დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს გაწეული საქმიანობისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სამედიცინო დახმარებას, პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სოციალური ინიციატივების დაფინანსებას. ასევე, არასრულწლოვნებისთვის სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსებას.
მომხსენებლის ინფორმაციით, პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან რეინტეგრაციის პროგრამაში.
„დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ სარეინტეგრაციო სერვისებით“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
სხდომაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კაიკაციშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის წევრ უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ახალი პოლიტიკის დოკუმენტზე. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდება რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობა, დიასპორასთან ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„სახელმწიფოს მხრიდან მიგრანტთა დაბრუნების ხელშეწყობა და მათი საქართველოში რეინტეგრაცია, სახელმწიფო დიასპორული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორი თამთა ბაბუნაშვილი, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინატორი ნათია კვიციანი.
1746116128
მსოფლიოჯეი დი ვენსი: უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უფსკრულია - ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს მხარეების დასაახლოებლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უფსკრულია, ამიტომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს მხარეების დ...
1746114083
საზოგადოებასაქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო“, - ა...
1746110793
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: თუ ნახავთ ეუთო/ოდირის ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებზე, დარღვევები არჩევნების პროცესში ჩვეულებრივი მომენტია. ინსტიტუცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ იყოს
თუ ნახავთ ეუთო/ოდირის ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებზე, დარღვევები ამ პროცესში ჩვეულებრივი მომენტია. მთავარია ეს დარღვევა არ იყოს ისეთი, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც შედეგებზე, ასევე არჩევნ...
1746109957
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი დასავლეთის კრიტიკაზე: რეალურად არანაირ შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეფექტი არ აქვს
„ცრუ ნარატივები, ფარატინა ფურცლები და აქტები, გარკვეული დასავლური ძალების მხრიდან - არაფერს ნიშნავს, რადგან შანტაჟს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, არანაირი ეფექტი არ მოაქვს,“ - განაცხადა გადაცემ...
1746108655
საზოგადოებათურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რწმუნებათა სიგელები გადასცა - ინფორმაციას საქართველოს საგარეო...