დავით მათიკაშვილი: ევროსტრუქტურებიდან იმის მცდელობა, რომ საქართველომ მათი შეხედულების მიხედვით საკუთარი დღის წესრიგი აწარმოოს, ფიასკოსთვის არის განწირული
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/01/29/25123/davit-matikashvili_w_h.jpeg)
„1 მილიონ 120 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა მშვიდობაში, ეკონომიკურ წინსვლასა და პროგრესში დარჩეს და მათ ხელისუფლება არ გადასცეს რადიკალებს - მიხეილ სააკაშვილსა და ომის მსურველებს“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„ქვეყანამ, პირველ რიგში, საკუთარი სუვერენიტეტი და საკუთარი კონსტიტუციის უზენაესობა უნდა დაიცვას. ამ კონსტიტუციის პირველივე სიტყვები არის, რომ ჩვენ - ქართველმა ხალხმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველო ამ მოცემულობაში იყოს, რომ ეს კონსტიტუცია გვქონდეს და ქართველმა ხალხმა 1 მილიონ 120 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა მშვიდობაში, ეკონომიკურ წინსვლასა და პროგრესში დარჩეს და ხელისუფლება არ გადასცეს რადიკალებს - მიხეილ სააკაშვილსა და ომის მსურველებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამ ყველაფრის ფონზე ევრობიუროკრატების ნაწილს, რომელსაც სურს, რომ საქართველომ მათ დაკრულზე იცეკვოს, ეს დრო დასრულებულია, აღნიშნა მათიკაშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოში ისე არ მოხდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის პირობებში იყო, როდესაც მოსკოვში ვიღაც ნიშანს აძლევდა ცეკას პირველ მდივანს და შემდეგ მათ დაკრულზე ცეკვავდნენ.
„ეს ასე არ იქნება. ჩვენს ქვეყანას გააჩნია კონსტიტუცია და ჰყავს საზოგადოება - 3 მილიონ 700 ათასი კაცი, რომლის უდიდესი ნაწილი არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის პოლიტიკის, ანუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
1739285655
ახალი ამბები„მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ ქვეყანას გავაგონოთ ჩვენი გზავნილები“ - ირაკლი კობახიძე
„მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს სამიტი იძლევა...
1739283861
ახალი ამბები„ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაკავშირებ...
1739281763
ახალი ამბები„სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას - მაშინ დაანებე თავი ჩემს ქვეყანას“ - ლევან მაჭავარიანი
„ვისი ფულიც ემსახურება საქართველოში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას, მაშინ სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას, მ...
1739280061
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8004 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7813 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1739278914
ახალი ამბები„კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“ - „თბილისი ენერჯი“
„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ამ წუთის მონაცემებით: დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია; ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა...