მონაკოს მწვრთნელი: კვარაცხელიას გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, პსჟ-ს ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მონაკო“ (4:1) გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „მონაკოს“ მთავარმა მწვრთნელმა ადი ჰუტერმა კომენტარი გააკეთა, სადაც ხაზი კვარაცხელიას გოლს გაუსვა.

მისი თქმით, ქართველის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.

„კარგი თამაში ჩავატარეთ და გულდასაწყვეტია, როცა ასეთი ანგარიშით აგებ. პირველი ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩაატარეს მასპინძლებმა. შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, რადგან მალევე მესამე გოლიც გავუშვით. პსჟ-ს ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავს“ - განაცხადა „მონაკოს“ მწვრთნელმა.

„პარი სენ-ჟერმენი“ 21 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, „ტულუზს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739266449

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ლაშა გაბიტაშვილის მიმართ თავდასხმაზე: ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს, არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ

„ნებისმიერი სახით ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს წარმოადგენს სამართალდარღვევას და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დადგენილი“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიუ...

არჩილ გორდულაძე

1739265339

ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პ...

იტალია

1739262605

ახალი ამბები

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ...

კორუფცია

1739260671

ახალი ამბები

„თბილისი ენერჯი“ გაზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. კომპანია აბონენტებს თხოვნით მიმართავს, გადაკეტონ გაზის ონკანები. „თბილი...

„თბილისი ენერჯი“

1739257999

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები

 დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის...

მარიამ ქვრივიშვილი