ის ამბობდა, რომ ღრმა წყლებში შემიყვანდა, ახლა ხომ ვხედავთ, ვინ აღმოჩნდა ღრმა წყლებში - ალექსანდრე თოფურია
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/02/09/25352/tofuria_w_h.jpeg)
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ხანდახან რეალობა ჩვენი სურვილებისგან განსხვავდება. კოლბიმ კარგი ჩხუბი აჩვენა, ის შესანიშნავი მეტოქეა და ვფიქრობ, UFC-თან კონტრაქტს იმსახურებს.
როდესაც ჩხუბისთვის ვემზადები, ვიცი, რომ სტრატეგია აუცილებლად უნდა გქონდეს, მაგრამ ხანდახან ერთმა დარტყმამ შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს. მე MMA-ის მებრძოლი ვარ და არა მოკრივე, ხანდახან დარტყმებს ვიყენებ, ხანდახან კი ჭიდაობას. ეს ის დღეა, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. მე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი. ის ამბობდა, რომ ღრმა წყლებში შემიყვანდა, ახლა ხომ ვხედავთ, ვინ აღმოჩნდა ღრმა წყლებში“, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მან ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
1739265339
ახალი ამბებისაპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი
საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პ...
1739262605
ახალი ამბები2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ...
1739260671
ახალი ამბები„თბილისი ენერჯი“ გაზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. კომპანია აბონენტებს თხოვნით მიმართავს, გადაკეტონ გაზის ონკანები. „თბილი...
1739257999
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები
დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის...
1739219255
მსოფლიო„გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს“ - ილონ მასკი
გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში ა...