დავით მათიკაშვილი: როდესაც USAID-ი დაიხურა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა ევროპაში გადაინაცვლა

 „ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმაევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას.

მათიკაშვილის განცხადებით, USAID-ის დახურვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ტვირთის აღებას ევროპული ფონდები ცდილობენ.

„როდესაც USAID დაიხურა, როდესაც შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ დიახ, ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა უკვე ევროპაში გადაინაცვლა და ევროპული ფონდები შეეცადნენ, აეღოთ ის ტვირთი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა USAID-ს. დღეს ვხედავთ, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები.

ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოშია მიღებული, როგორც „ფარას“ კანონი, ასევე კონკრეტულ ფონდებთან დაკავშირებით ხარჯვის ნაწილში გაკონტროლების თვალსაზრისით, არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქვეყანაში დემოკრატიული აღმშენებლობის გასაძლიერებლად და გასაგრძელებლად, რასაც სამწუხაროდ, ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ფარგლებს გარედან“, - აცხადებს მათიკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752162582

საზოგადოება

ამბროლაურში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

ამბროლაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარდის ჯანმრ...

დაკავება, პოლიცია

1752161435

მსოფლიო

მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებ...

მარკო რუბიო

1752161284

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრაზე მინისტრმა ხ...

მარიამ ქვრივიშვილი

1752159038

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ფონ დერ ლაიენს ნდობა გამოუცხადა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ნდობა გამოუცხადა. ფონ დერ ლაიენს მხარი დაუჭირა 360-მა ევროპარლამენტარმა, ხოლო 175 -მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ Deutche Welle...

ურსულა ფონ დერ ლაიენი

1752157926

სპორტი

კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა. საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩე...

კობა ობოლაშვილ