ნიკოლოზ სამხარაძე: ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირში სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს გამჭვირვალობას, რაც ბოლო წლებში ნამდვილად გახდა პრობლემა

ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირში სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს გამჭვირვალობას, რაც ბოლო წლებში ნამდვილად გახდა პრობლემა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე.
„საკითხი, რის გამოც ურსულა ფონ დერ ლაიენს უნდობლობის პროცედურა მოუწყვეს, გამჭვირვალობას და ინფორმაციის დამალვას ეხება. ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირში სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს გამჭვირვალობას, რაც ბოლო წლებში ნამდვილად გახდა პრობლემა. შესაბამისად, უნდობლობის პროცედურაც სწორედ ამ ჭრილში უნდა დავინახოთ.
კარგია, რომ არასამთავრობოების დაფინანსებასთანაც ევროკავშირში სრულფასოვანი დისკუსია დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ეს კონკრეტულ შედეგებამდე მივა. არა მხოლოდ ჩვენთვის არის საინტერესო ვინ ხარჯავს ფულს საქართველოში, არამედ ევროპელი მოქალაქეებისთვისაც არის საინტერესო, რაში იხარჯება მათი ფული“, - აღნიშნა სამხარაძემ.
„ფაიზერგეითის“ სკანდალში გახვეულ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების ინიციატივა რუმინელ ევროდეპუტატ გეორგე პიპერის ეკუთვნოდა, რომელიც ჯგუფ „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ წარმოადგენს - მასში მემარჯვენე პარტიები არიან გაერთიანებულები. თავად ჯგუფი პიპერის ინიციატივას გაემიჯნა.
1752259368
მსოფლიოზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...
1752259288
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...
1752258298
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...
1752254819
მსოფლიოსლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა
რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის...
1752252910
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...