დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია

პარტია „ალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა "ლე ფიგაროს" სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ეწევიან ისლამის პროპაგანდას.
ექსპერტი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკავშირის მიერ დაფინანსების კვლევამ დაადასტურა რომ ევროპული ბიუროკრატია იყო ისლამური პროპაგანდის ხელშემწყობი ორგანიზაციების მთავარი დონორი.
„ფრანგმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს მჭიდრო კავშირი ევროპულ ბიუროკრატიასა და რადიკალურ ისლამს შორის. ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამების კვლევამ აჩვენა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყო მთავარი დონორი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ხელს უწყობდნენ რადიკალურ ისლამურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში.
ადრე ბრიუსელი ყველა მსგავს ბრალდებას დემაგოგიით პასუხობდა, შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად, ეს "შეთქმულების თეორია" ჩვეულებრივი პრაქტიკა აღმოჩნდა. როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას (იმავე სირიაში), უნდა გვესმოდეს და "გაგებით მოვეკიდოთ", რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
1745230213
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: საზოგადოება ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა, შანტაჟი, სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...
1745229933
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: 2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა
2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. „2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუ...
1745229600
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსა...
1745229364
ახალი ამბებიგავრცელებული ცნობით, სოფელ კისისხევში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 54 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. 54 წლის კაცს, 2-დღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი სახლის მარანში მიაგნეს. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
1745228210
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ჯოხარ დუდაევის მკვლელობაზე: კავკასიაში რუსული იმპერიის პოლიტიკამ, 29 წლის წინ მორიგი მსხვერპლი მოითხოვა, როგორც ზვიადის, ისე ჯოხარის შემთხვევაში, რუსი ჯალათების თავნებობაზე ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში", ხმა არ ამოუღია
კავკასიაში, რუსული იმპერიის პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისევე ჯოხარის, მოხდა გარიგება, სადაც ჯოხარის ლიკვიდაცია გადაწყდა. ისევე რო...