ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა

 ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, სანქციები ეხება ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხებზე უხეშ ქცევას.

ჰონგ კონგის ხელმძღვანელ პირებზე სანქციების დაწესებით, ჩინეთი აშშ-ს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. პეკინში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს.

„უცხოურ სანქციებთან ბრძოლასთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის შესაბამისი დებულებების შესაბამისად, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება აშშ-ის კონგრესმენებზე, ოფიციალურ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, რომლებიც ცუდად იქცევიან ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ გვინდა, ვუთხრათ ამერიკულ მხარეს, რომ ჰონგ კონგი არის ჩინეთის ჰონგ კონგი და რომ ჰონგ კონგის საქმეები აშშ-ის მხრიდან ჩარევას არ ექვემდებარება. აშშ-ს მხრიდან ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერ არასწორ ქმედებას ჩინეთის მხარე მტკიცე და საპასუხო კონტრრეაქციით შეხვდება“, – განაცხადა ლინ ძიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745234868

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გამომეხატა მათი თავდადებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, პატრიოტიზმისთვის და გმირობისთვის

 მინდა ყველას მივულოცო აღდგომის დღესასწაული. დღეს, მიცვალებულთა ხსენების დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გა...

 ირაკლი ჩიქოვანი:

1745232786

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა, რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...

ოცნება ქართული

1745232035

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნ...

მიხეილ ყაველაშვილი

1745231615

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

„თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „თ...

ბიძინა ივანიშვილი

1745230213

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: საზოგადოება ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა, შანტაჟი, სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...

ქართული ოცნება