დავით სონღულაშვილი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეღვინეობისა და მესაქონლეობის სფეროებში გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებისა და ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
„ქართული ღვინო გამოირჩევა უნიკალური გემოვნური თვისებებით, რითაც საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ფრანგი მეღვინეების და დისტრიბუტორების აქტიური დაინტერესება მნიშვნელოვანი სტიმულია ქართველი მეწარმეებისთვის და კიდევ მეტად ახალისებს ქართული ღვინის ექსპორტს საფრანგეთის ბაზარზე. რაც შეეხება მესაქონლეობის მიმართულებას – შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მეცხოველეობის გამოფენის ორგანიზატორები, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი საქართველოს მესაქონლეობის სექტორის მიმართ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც გამოცდილების გაზიარებას, ისე კონკრეტული საინვესტიციო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს აგრარული სექტორის მოდერნიზაციასა და ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ცნობილი ფრანგული კომპანიის „Desprat Saint Verny” აღმასრულებელი დირექტორი პიერ დესპრა და კომპანიის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კომპანია 1885 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ამჟამად საფრანგეთში ღვინის მეოთხე უდიდეს მწარმოებლად და დისტრიბუტორად ითვლება.
„ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოში ჩამოსვლაზე და ქართული ღვინის ავთენტური გემოს აღმოჩენაზე. ამ ვიზიტს სამი მთავარი მიზანი აქვს - უკეთ გავეცნო ქვევრის ღვინის უნიკალურ ტექნოლოგიას და თავად ვცადო ქვევრში ღვინის დაყენება. მეორე მიზანია - გავაცნოთ ქართული ღვინო საფრანგეთის საზოგადოებას. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ ქართულ ღვინოს, რომელიც მართლაც გამორჩეულია - განსხვავებული, შთამბეჭდავი და ღრმა. დაბოლოს, შევიტანო პირადი წვლილი ქართული მეღვინეობის განვითარებაში“, - განაცხადა პიერ დესპრამ.
მეცხოველეობის მიმართულებით შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული პროფესიული გამოფენის - მეცხოველეობის სამიტის პრეზიდენტი ჟაკ შაზალე და კომპანიის „Race Salers Viande” გენერალური დირექტორი ბრუნო დუფაიეტი. მეცხოველეობის სამიტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 11 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს.
„საქართველო 2023 წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ გამოფენაზე - მეცხოველეობის სამიტზე. ეს გამოფენა აერთიანებს პროფესიონალებს მეცხოველეობის, აგროტექნიკისა და განათლების მიმართულებებით და წარმოადგენს პლატფორმას სექტორში გამოცდილების გასაზიარებლად. გვაქვს სურვილი, კიდევ უფრო გავაფართოოთ კონტაქტები ქართველ ფერმერებთან, რომლებიც შეიძლება გახდნენ ჩვენი პარტნიორები და მნიშვნელოვანი მოთამაშეები ამ სფეროში”, - აღნიშნა ჟაკ შაზალემ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდნენ.
1750248987
სპორტიილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. 24 წლის ქართველმა მერვედფინალური დაპირისპირება ესპანეთი...
1750247190
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტზე: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტს სოციალური ქსლით ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და პარალელურ...
1750247164
მსოფლიოაიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის უპირობო დანებების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყ...
1750245206
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს. ბენცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ USAID-ის თაღლითობის ისტორია უფრო და უფრო გაუგონარი...
1750244941
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის
ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...