თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტზე: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტს სოციალური ქსლით ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და პარალელურად გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში.

მისივე თქმით, დიპლომატიური ბალანსის შენარჩუნების პარალელურად აუცილებელია საქართველოს მთავრობამ იზრუნოს თავდაცვის სისტემების დახვეწაზე.

„ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა მკვეთრი დაპირისპირებით გამოირჩევა, რაც ერთმნიშვნელოვნად დიდ ზეგავლენას ახდენს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. შესაძლოა ითქვას, რომ ირანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს ანტისიონისტური პოლიტიკა წარმოადგენს.

ისრაელისათვის ირანი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ინტერესებიც რეგიონში ისრაელის ინტერესებთან იკვეთება და შესაბამისად ეს ორი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ყოველივე ამის გამოხატულება კი ის არის, რომ ისრაელი და ირანი ცდილობს სხვადასხვა სახის დარტყმა მიაყენოს ერთმანეთს. ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის მთავარი მიზეზი ირანის ბირთვული პროგრამაა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი განსაკუთრებით საშიში იქნება, როგორც ისრაელისათვის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

ისრაელის სამხედრო ოპერაციამ მიზანში ამოიღო ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა, ბალისტიკური რაკეტების ქარხნები, სამხედრო ბაზები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, დამბომბეს ბუნკერები. ისრაელის არმიის განცხადებით, მიწისქვეშა ნაწილი გაუნადგურეს მთავარ ობიექტს ნათანზში, სადაც ირანი, ურანის გამდიდრებაზე მუშაობდა. ეს ადგილი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ირანის ბირთვული პროგრამის გულად” მოიხსენია. თავად ირანი ბირთვულ პროგრამას ეროვნული სიამაყისა და სუვერენიტეტის წყაროდ მიიჩნევს. თეირანში აცხადებენ, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ენერგეტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი და გეგმავს დამატებითი ატომური ელექტროსადგურების აშენებას, რათა დააკმაყოფილოს შიდა ენერგეტიკული საჭიროებები და გაათავისუფლოს მეტი ნავთობი ექსპორტისთვის. „სი-ენ-ენ-ის ” ცნობით, ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ის შეერთებული შტატების ფარული თანხმობით ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ და ფარულად დაუჭირა მხარი მათ.

კითხვაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირება, ოფიციალურმა პირმა უპასუხა, რომ ეს ირანის ქმედებებზეა დამოკიდებული. ტრამპის ადმინისტრაცია ღრმად არის დარწმუნებული, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გაგრძელებით და ვაშინგტონი არ აპირებს ისრაელს უკარნახოს რა უნდა გააკეთოს. ისრაელის პრემიერიც ადასტურებს, რომ ტრამპმა მოსალოდნელ დარტყმებზე იცოდა. ირან-ისრაელის კონფლიქტმა შესაძლოა არ იმოქმედოს საქართველოზე პირდაპირი სამხედრო გზით, მაგრამ როგორც რეგიონულ ჰაბს, მას აქვს სერიოზული გეოსტრატეგიული მგრძნობელობა. საქართველოს მთავრობამ უნდა იფიქროს თავდაცვის სისტემების დახვეწაზე და დიპლომატიური ბალანსის შენარჩუნებაზე ქვეყნის სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა, პარალელურად უნდა გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750254934

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში

სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...

სულხან თამაზაშვილ

1750254119

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...

შალვა პაპუაშვილი

1750252039

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1750250751

მსოფლიო

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...

ვულკანის ამოფრქვევა

1750250616

საზოგადოება

დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...

დავით ბაციკაძე