დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. ორკესტრმა იუბილე დედაენის ბაღში კონცერტით აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე შვილებთან ერთად, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის კონცერტს ბაღში მყოფი მოქალაქეები და უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.

ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის აკომპანირებით საპატიო ყარაულის სამხედროებმა საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. სასულე ორკესტრის მუსიკოსებმა დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტებით ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები, კინოფილმების საუნდტრეკები, მარშები და ქართული ჯაზ-კომპოზიციები შეასრულეს.

სამხედრო ორკესტრი 1992 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, ორკესტრის რეპერტუარში სახელმწიფო ჰიმნები და სამხედრო მარშები შედიოდა. დღეს მუსიკოსები მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც ასრულებენ. სამხედრო ორკესტრი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, არაერთ საკონცერტო გამოსვლასა და ფესტივალში მონაწილეობს. 2013 წლიდან სამხედრო ორკესტრს ვიცე-პოლკოვნიკი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749376497

მსოფლიო

ტრამპი: ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება, რა აქვს ამ ხალხს დასამალი?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა. მან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ადგილზე...

დონალდ ტრამპი

1749374527

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების თემაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „მორიგ დეზინფორმაციას და ცილისწამებას“...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

1749372139

მსოფლიო

მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა. როგორც მედია წერს, თავდაპირველად პოლიციამ ძალის გამოყენების გარეშე სცადა ბრალდებულის დაკავება, თუმცა ქალმა დანა არ დააგდო და პოლიც...

საფრანგეთის პოლიცია

1749370396

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია

„რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1749368881

მსოფლიო

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს - ბრალდებული დაკავებულია

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მოხდა. მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩ...

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს - ბრალდებული დაკავებულია