შემოსავლების სამსახური: საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების თემაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „მორიგ დეზინფორმაციას და ცილისწამებას“ წარმოადგენს.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 7 ივნისს, საერთაშორისო სანქციების აღსრულების თემაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს მორიგ დეზინფორმაციას და ცილისწამებას. პირველ რიგში, გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტების მისაღებად, აღნიშნულმა ტელეკომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმდინარე წლის, 4 ივნისს, წერილობით მიმართა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დეტალური ახსნა-განმარტებითი ინფორმაციის მიწოდებისა და უწყების მხრიდან, განმარტების შინაარსის შეუცვლელობის თხოვნისა, ეთერში გავიდა პასუხის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი და არა სრული ვერსია. ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ როგორც სიუჟეტის ავტორებისგან, ისე მისი რესპოდენტისგან მიზანმიმართულად მოხდა უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების მტკიცებით ფორმაში გავრცელება.

რაც შეეხება სიუჟეტში დასახელებულ გემს, საბაჟო ფორმალობების განხორციელების შედეგად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.

შესაბამისად, ჟურნალისტური გამოძიებისას აღწერილი სქემა არის სრული დეზინფორმაცია. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას.

ცხადია, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დავალების/დაკვეთის შესრულებაა და წარმოადგენს პოლიტიკური მიზნების განხორციელების მცდელობას. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას, იხელმძღვანელონ ოფიციალური/სანდო/გამჭვირვალე წყაროებით, რომლებიც არაერთხელ იქნა მითითებული/დასახელებული თავად უწყების მიერ.

დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურად ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.

აღნიშნულ პროცესს მაღალკვალიფიციური და სანქციების დამწესებელი ქვეყნების მიერ, არაერთხელ გადამზადებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები 24 საათიან რეჟიმში კვირაში შვიდი დღე ახორციელებენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749376497

მსოფლიო

ტრამპი: ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება, რა აქვს ამ ხალხს დასამალი?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა. მან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ადგილზე...

დონალდ ტრამპი

1749372139

მსოფლიო

მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა. როგორც მედია წერს, თავდაპირველად პოლიციამ ძალის გამოყენების გარეშე სცადა ბრალდებულის დაკავება, თუმცა ქალმა დანა არ დააგდო და პოლიც...

საფრანგეთის პოლიცია

1749370396

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია

„რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1749368881

მსოფლიო

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს - ბრალდებული დაკავებულია

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მოხდა. მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩ...

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს - ბრალდებული დაკავებულია

1749367940

ახალი ამბები

დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. ორკესტრმა იუბილე დედაენის ბაღში კონცერტით აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრ...

დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი გაიმართა