დევნილები აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ორი დევნილი მოქალაქე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას შეხვდა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც დასრულების შემდეგ გაირკვა, დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბევრი საკითხი განიხილეს, თუმცა, მთავარი თემა „ქართლში“ მცხოვრები დევნილების სასწრაფოდ ბინებით დაკმაყოფილება იყო.
დევნილების განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ ახალი ბზარები გაჩნდა და ჭერი ჩამოანგრია.
"პირველ რიგში სამძიმარი გამოგვიცხადეს და ჩვენი მდგომარეობა ზოგადად, ბატონი ზურაბის გარდაცვალება, დიდი წუხილით მიიღეს.
ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, თუმცა მთავარი მაინც ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ არანაირი ქირა და არანაირი ლოდინი – იქიდან სასწრაფოდ უნდა გაგვიყვანონ.
სახელმწიფოს აქვს იმისი რესურსი, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ თვითონ ამ ადამიანებმა შეთავაზება გააკეთეს და 100% -იანი გარანტია გვითხრეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთო.
100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაფერი გექნებათ და იმის, რისიც 1 წლის განმავლობაში არ გჯერათ, ქირა იქნებაო…
1 წლის შემდეგ ჩვენ არ ვიცით სად წავიდეთ.
გვითხრეს, რომ 1 წლის შემდეგ კორპუსი აშენდებაო.. აი, ამის 100%-იანი გარანტია მოგვცეს.
სავარაუდოდ, ჩვენი ხალხი ამ შემოთავაზებას არ დათანხმდება, ეს წინადადება ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში, ბატონმა ილია ღუდუშაურმაც შემოგვთავაზა, მაგრამ არ დავთანხმდით.
ასე რომ ყოფილიყო, შეიძლება ის ადამიანი დღეს აქ ყოფილიყო.
ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ სასწრაფოდ ბინებით დაგვაკმაყოფილონ და ეს არარეალური არაა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა დევნილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
სხვა სიახლეები:
1745164477
მსოფლიოაშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...
1745160046
მსოფლიოPolitico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...