ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: პროცესები დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ მთავარია მომზადდეს ამა თუ იმ პარტიის გაუქმების ლეგიტიმური საფუძველი, რათა ვერავინ მოგვედავოს

 საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდა იმისა, რომ კომისიის მიზანი რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა იყო, ასევე, მისი ამოცანა გახდა ლეგიტიმური საფუძვლების შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად.

 

„ერთ-ერთი მიზანი ამ კომისიის შექმნისა იყო ის, რომ საზოგადოებისთვის ხელმეორედ შეგვეხსენებინა ის საშინელებები, რაც იმ პერიოდში ხდებოდა და ასევე გაგვეცნო ის დეტალები, რის შესახებაც მოსახლეობას არ ჰქონდა საერთოდ არანაირი ინფორმაცია.

 

საყურადღებოა, რომ ამ გამოკითხვების დროს, ძალიან ბევრი ისეთი დეტალი გამჟღავნდა, რაც აქამდე არ იყო ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას ამის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, არა დეტალური. ასეთი დეტალები, რა თქმა უნდა, არ იცოდა საზოგადოების ნაწილმა. გარდა ამისა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ მზადდება ამა თუ იმ პარტიის გაუქმების ლეგიტიმური საფუძველი (და არა ისე, რომ მოგვინდა და ავკრძალეთ).

 

უნდა მომზადდეს სამართლებრივად კარგად გამართული საფუძვლები, რათა ვერავინ მოგვედავოს. ასე რომ, პროცესები, მართალია, დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს საპარლამენტო გამოძიება წარიმართოს სწორად, სამართლებრივი ნორმების და პროცედურების დაცვით“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746098601

ახალი ამბები

კახა კალაძე: საქართველოს, როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით“, - ამის შესახებ დედაქალაქი...

კახა კალაძე

1746097262

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტად იქცა, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა ეს ქალბატონი და უკვე არც სიტყვებს აღარ უფრთხილდება, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

1746096100

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. „ეს ის პარტიაა, რომელმაც კონფერენციაზე კრიმინალ სააკაშვილს...

ირაკლი კირცხალია

1746095554

ახალი ამბები

კახა კალაძე ოპოზიციაზე: საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები - ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად

„ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის ა...

კახა კალაძე

1746095411

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ ბოლო 4 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს

„მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებენ იმას, რომ ბოლო 4 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო ევროპაში იკავებს პირველ ადგილს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოა...

ლევან მაჭავარიანი