კახა კალაძე: საქართველოს, როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და კვლავაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები - არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.
„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1746103234
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და „თანაინვესტირებ...
1746102065
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა - ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ, როცა მართალი ხარ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანაინ...
1746098959
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი პოლ მასაროს განცხადებაზე: საქართველოში მაიდანი არ იქნება
„საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული, რომ საქართველო გაანადგურონ და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები ეხ...
1746097262
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტად იქცა, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა ეს ქალბატონი და უკვე არც სიტყვებს აღარ უფრთხილდება, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ...
1746096100
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. „ეს ის პარტიაა, რომელმაც კონფერენციაზე კრიმინალ სააკაშვილს...