რატი იონათამიშვილი პოლ მასაროს განცხადებაზე: საქართველოში მაიდანი არ იქნება

„საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული, რომ საქართველო გაანადგურონ და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები ეხმარებიან“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის პოლ მასაროს რუს პრანკერებთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა თუ რა ძალები ებრძვიან საქართველოს, ქართველი ხალხის სიმტკიცით და პრინციპულობით ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა.
„საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება და ვერც „ვოუქ იდეოლოგიას“ გაატარებს ვინმე. ვინც ამას ვერ ხვდება, მით უარესი მათთვის.
უბრალოდ, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული იმისთვის, რომ რაიმენაირად საქართველო დაანგრიოს და გაანადგუროს და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები კი არ ეხმარებიან, არამედ პირდაპირ ავალებენ და ხელმძღვანელობენ საქართველოს მტრულ პროცესში.
ჩვენ ვხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ერთობით, ჩვენი სიმტკიცით და პრინციპულობით ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
1746105306
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7492 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1746103811
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს
სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, ალბათ, მათ კონფერენციაზე სააკაშვილისთვის თავისუფალი სკამიც გახსოვთ. ისინი თვლიან, რომ თურმე სააკაშვილი...
1746103234
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და „თანაინვესტირებ...
1746102065
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა - ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ, როცა მართალი ხარ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანაინ...
1746098601
ახალი ამბებიკახა კალაძე: საქართველოს, როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა
„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით“, - ამის შესახებ დედაქალაქი...