ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „ეფეს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მოხალისეობრივი პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში კორპორატიული თანამშრომლობა. მემორანდუმს ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და სს „ლომისის“ დირექტორმა ბურჩ კურტოღლუმ მოაწერეს.

მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ტყეების დაცვის, აღდგენისა და მდგრადი მართვის აუცილებლობას და ამ პროცესებში, კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს.

პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და მოვლას დაქვემდებარებული ფართობების შერჩევას, ტყის აღდგენის პროექტების მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობას.

„პროექტის ძირითადი მიზანია გააერთიანოს საზოგადოება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გარშემო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პლატფორმამ შემოიკრიბოს არა მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები, არამედ კერძო სექტორი, მათ შორის, მსხვილი კომპანიები. „ეფეს საქართველოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმიც ამის დასტურია; ვფიქრობ, მათი მხარდაჭერით ტყის აღდგენის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა.

„ეფეს საქართველო“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც „ტყის მეგობარს“ შემოუერთდა. კომპანიის ინიციატივით, გასულ წელს, თიანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 12 ჰა ფართობზე განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747392000

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს

ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა...

გივი მიქანაძე

1747388292

საზოგადოება

ალენ ბერსე - ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ კობახიძესთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა

„არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ...

ალენ ბერსე

1747388124

საზოგადოება

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რო...

შემთხვევები

1747385510

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ლონდონის საფონდო ბირჟა უმასპინძლებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან

ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს, -...

ირაკლი ნადარეიშვილი

1747384857

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ძირეულ ეროვნულ ინტერესებს

გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, - ამის...

ირაკლი კობახიძე