ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება

გუშინ, 13 მაისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ 29 ივნისს ლას ვეგასში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა.
აღნიშნულ ამბავს თოფურია სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა:
„კიდევ ერთი ოცნება ამიხდება, მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიშს გიხდი, მე ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა, რომ მახაჩევმა ბრძოლას თავი აარიდა. 17:0', – დაწერა ილია თოფურიამ შეხვედრის ოფიციალურად ჩანიშვნის შემდეგ.
თოფურია და ოლივეირა ერთმანეთს UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან.
1747206741
ახალი ამბებინანა ქადაგიშვილი: რევოლუციამდე 2-3 თვით ადრე, გივი თარგამაძე იყო მოსული „ნაცმოძრაობიდან“, ჩემს მეუღლეს მოსთხოვეს „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთო - უარი უთხრა და ალბათ, ეს ის დღე იყო, როდესაც შავ სიაში შეგვიყვანეს
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი ს...
1747206738
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: ჩემი მეუღლე დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო
„ჩემი მეუღლე, დაახლოებით, ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წა...
1747205038
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული...
1747204770
საზოგადოებაკომისიის სხდომაზე დღეს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა პარლამენტში გრძელდება. კომისიის სხდომაზე დღეს, 14 მაისს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პერიოდში, თავისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დ...
1747204209
ახალი ამბებიშსს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს - იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე
შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტო...