გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა - უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს, როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს - კახა ქემოკლიძე
გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ქემოკლიძე განმარტავს, პარტია „საქართველოსთვის“ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ საბოლოო დამარცხებისთვის ემზადება.
„გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები გვიახლოვდება, შესაბამისად ის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს.
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ის დუმს და ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა.
დუმილზე ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომლის თანახმად, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს - როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, ხოლო როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს.
ამიტომ, როდესაც დუმს ადამიანი, ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის საბოლოო ჯამში”, - აცხადებს ქემოკლიძე.
ასევე საინტერესოა:
🔵
🔵
1791972495
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...
1791971349
ახალი ამბებივატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს
Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. როგორც მედიასაშუალება აღნი...
1791967550
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა
საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...


























