გიორგი კახიანი: ბატონი გვარამიას დაკავების შემთხვევაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მან ძალიან კარგად იცოდა რა შედეგი მოჰყვებოდა იმ მოქმედებას, როგორიც თავად განახორციელა - გირაოს გადაუხდელობას, რომ პატიმრობა მოჰყვებოდა

„ბატონი გვარამიას დაკავების შემთხვევაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მან ძალიან კარგად იცოდა რა შედეგი მოჰყვებოდა იმ მოქმედებას, როგორიც თავად განახორციელა - გირაოს გადაუხდელობას, რომ პატიმრობა მოჰყვებოდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ისევე როგორც ნიკა გვარამიამ, სხვა პოლიტიკოსებმაც, ვინც გირაო არ გადაიხადეს იცოდნენ რა სამართლებრივი შედეგი დადგებოდა.
გიორგი კახიანის განცხადებით, მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება და პატიმრობა არჩიეს.
„ბატონი გვარამიას დაკავების შემთხვევაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. იმიტომ, რომ მსგავსი რამ ადრეც მოხდა სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებით. მან ძალიან კარგად იცოდა რა შედეგი მოჰყვებოდა იმ მოქმედებას, როგორიც თავად მან განახორციელა.
მიზეზი მისი დაკავების არის ის, რომ როდესაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იგი მოიწვია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იგი არ გამოცხადდა. კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება ეს მოქმედება.
ჩვენი ხელისუფლების დროს არ ყოფილა ეს ნორმა მიღებული. ეს ნორმა მოქმედება მანამდეც და საკმაოდ დიდი ხანია მოქმედებს და ზოგადად ეს ყველამ იცის, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის არ შესრულება ეს არის დანაშაულებრივი ქმედება.
პოლიტიკურად თუ შევხედავ, რატომ არ უნდა მოდიოდნენ პოლიტიკოსები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სიმართლე არის ის, რომ მათ აშინებთ ის კითხვები, რომელიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მათ წინაშე დაისმება. როდესაც ადამიანი მართალი ხარ, პირიქით, შენთვის ალბათ ხელსაყრელიც უნდა იყოს ისეთ ფორმატში წარდგენა საზოგადოების წინაშე და თქვენ იცით, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომების საჯაროა ხომ და მისი ტრანსლირება ხდება და პირიქით საზოგადოებას შენი სიმართლის შესახებ კიდევ ერთხელ შეგიძლია ესაუბრო. მაგრამ ის მძიმე ცოდვები, რაც პოლიტიკოსებს ზურგზე აწევთ, ბუნებრივია მათ ზღუდავს ყველაფერ ამაში და ძალიან კარგად იციან, რომ იქ მისვლა მათთვის პოლიტიკურად ძალიან მძიმედ დასრულდება.
რაც შეეხება სამართლებრივი ნაწილს, სამართლებრივად საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. სასამართლო მისცა არჩევანის შესაძლებლობა ამ პოლიტიკოსებს, რომ ან გადაეხადათ გირაო ან წინააღმდეგ შემთხვევაში გადაუხდელობას მოჰყვებოდა პატიმრობა. ანუ არჩევანის გაკეთება მათზე იყო დამოკიდებული.
ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა, გადაიხადეს გირაო და ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ თავის პოლიტიკურ საქმიანობას. მაგრამ ვინც ჩათვალა, რომ გირაოს გადახდა არ იყო მათთვის მიზანშეწონილი, მათ აპრიორი ისიც იცოდნენ, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში მათ წინაშე გამოყენებული იქნებოდა პატიმრობა.
არ არაფერი გასაკვირი არ არის, არც მოულოდნელი არ არის. საზოგადოებაც ეს ყველაფერი ძალიან მარტივად აღიქვა“, - აღნიშნა კახიანმა.
1749847259
მსოფლიორაფაელ გროსი: ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია. „ამჟამად ირანის ხელისუფლება გ...
1749846342
მსოფლიოირანის ბოლო დარტყმების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში 34 ადამიანი მკურნალობს - მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ
ისრაელის საავადმყოფოებში 34 ადამიანი მკურნალობს. ირანის ბოლო დარტყმების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში სულ 34 ადამიანი მკურნალობს - ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანებ...
1749845523
მსოფლიოCNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა
ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა. CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საჰაერო თავდაცვ...
1749844815
მსოფლიოCNN: ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები. ამის შესახებ CNN-ს ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა....
1749844729
მსოფლიონეთანიაჰუ ირანელ ხალხს: რეჟიმმა არ იცის, რა დაატყდა თავს, ან რა დაატყდება - ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი
ირანელი ხალხისადმი მიმართავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „ადგნენ და გააგონონ თავიანთი ხმა“ და განაცხადა, რომ ისრაელის ბრძოლა არა მათ წინააღმდეგ, ა...