სუბარი: იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორი წარმოდგენების გამო ქუჩაში გამოდიან, მინდა შევახსენო რასაც ვეუბნებოდით მრავალი თვის წინ, რომ ლიდერები მათ გაწირავდნენ, ჩაადენინებდნენ დანაშაულს, რომელსაც მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება

არჩევნები მოდის და ბუნებრივია, მასთან ერთად ოპოზიციის უცხოელი პატრონების რიტორიკა ისევ იმ კალაპოტში ჩაჯდა, რაც არის ხოლმე არჩევნების წინ, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ისევ სურს არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს.
„უნდათ არჩევნების წინ სიტუაცია კიდევ ერთხელ დაძაბონ. მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ცდებიან და არასწორი წარმოდგენების გამო ქუჩაში გამოდიან შევახსენო რასაც ვეუბნებოდით მრავალი თვის წინ, რომ ლიდერები მათ გაწირავდნენ, ჩაადენინებდნენ დანაშაულს, რომელსაც მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება და მათ პასუხისმგებლობა მოუწევდათ, ლიდერები და მათი შვილები კი მშვიდად იქნებოდნენ. გინახავთ რომელიმე ლიდერის შვილი, რომელსაც ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ეჭირა ან ფეიერვერკს ისროდა?! სხვებს აქეზებდნენ, თავიანთი ოფისები საწყობად ჰქონდათ გამოყენებული. დღეს ადამიანების რაღაც ნაწილი ყოველ დღე სასამართლოში დადის, ლიდერები და მათი შვილები კი მშვიდად არიან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მსჯავრდადებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.
1749827523
საზოგადოებაირანული მედია: ისრაელის თავდასხმებს თეირანში 78 ადამიანი ემსხვერპლა
ირანული მედიის ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანში, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 329 - დაშავდა. საინფორმაციო სააგენტო Nournews-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი არაოფიციალური მონაცე...
1749827380
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებ...
1749826152
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას. არაღჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ მოუ...
1749826031
მსოფლიოერდოღანი: ისრაელის თავდასხმა ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმების შემდეგ ისრაელი ცდილობს მსოფლიო კატასტროფისკენ წაიყვანოს, და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეაჩეროს ის, რასაც მან ისრ...
1749823500
მსოფლიოტრამპი: ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ისრაელს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს, ხოლო ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „ძალიან წარმატებული თავდასხმა“ უწოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭე...