გივი მიქანაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალები, რომელსაც „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, არსად წასულან, ამიტომ ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „დიფ სთეითის“ დამარცხება

 „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალები, რომელსაც „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, არსად წასულან, იბრძოლებენ ბოლომდე, ამიტომ ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „დიფ სთეითის“ დამარცხება“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

მანვე აღნიშნა, რომ ლიბერალები დღეს არიან პანიკაში, აგონიაში, რადგან ტრამპის პოლიტიკა აბსოლუტურად არის საწინააღმდეგო იმ ერთგვარი ღირებულებებისა, რის დანერგვასაც ლიბერალები მსოფლიოს მასშტაბით ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ტრამპი უკვე ოფიციალურად დაიკავებდა ოვალურ კაბინეტს და მისი ინაუგურაცია შედგებოდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ინაუგურაციაზე, რომელიც პირდაპირ ღირებულებით ნაწილში თანხვედრაში მოდის იმ პოლიტიკასთან, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველოში ახორციელებს. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენთვის ცხადზე ცხადია, რომ ძალიან ბევრ ღირებულებით ნაწილში არის შეხებითი კომპონენტი ტრამპის ადმინისტრაციასთან და მის პოლიტიკასთან. ეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ძალიან მკვეთრმა, ხისტმა ნაბიჯებმა მისი ადმინისტრაციის მხრიდან დაადასტურა.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძალები, რომელსაც „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, არსად წასულან, იბრძოლებენ ბოლომდე, ამიტომ ამ ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ის გაცხადებული წინასაარჩევნო დაპირება, რომ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია „დიფ სთეითის“ დამარცხება“, - აღნიშნა მიქანაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738949020

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა

რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...

ვლადიმერ ბოჟაძე

1738947079

მსოფლიო

ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში თითქმის 11 000 მიგრანტის დეპორტირება განხორციელდა

 20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა, მექსიკამ შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული თითქმის 11 000 ადამიანი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს მექსიკის...

აშშ

1738944096

მსოფლიო

ორბანი სოროსის ქსელზე: მათი მიზანი ნათელია - მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხის ინტერესებს

უნდა გავწმინდოთ უნგრეთი სოროსის ქსელისგან, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „მათი მიზანი ნათელია: მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხ...

ვიქტორ ორბანი

1738942252

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტ...

 მოძრაობა აკრძალულია

1738936206

მსოფლიო

აშშ მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ექვს ვაგონიანი მატარებელი SEPTA ფ...

ცეცხლი გაუჩნდა