გივი მიქანაძე ქუთაისში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები 31 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობენ.

აღნიშნულ პროექტში ჩართულია ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.

მინისტრი საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა წარმოადგენს რესურს სკოლას, რომელიც სპეციალიზებულ მომსახურებას უწევს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს.

სასწავლო წლის მანძილზე აკადემიური, ფუნქციური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების განმტკიცების მიზნით, 2025 წლის 16 ივნისიდან, აღნიშნულ სკოლაში მიმდინარეობს ახალი პროექტი – საზაფხულო სკოლა, რომელიც დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით.

მათ შორისაა:

• ქართული ხალხური ცეკვის საათი;
• გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო;
• ფილმის საათი;
• ფლორისტიკა -,,ყვავილების ენა";
• ფსიქოლოგის საათი.

საზაფხულო სკოლაში ჩართულები არიან მომავალი პირველკლასელებიც.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, დამატებით მხარდაჭერას სთავაზობს, როგორც აკადემიური, ასევე, ყოველდღიური, ყოფითი უნარების განვითარების მიმართულებით. ის მოსწავლეები, რომელთა ბიოლოგიური ოჯახები არ ცხოვრობენ ქუთაისში, დამატებით უზრუნველყოფილნი არიან სრული სადღეღამისო მომსახურებით.

სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, სახელმწიფო ენასთან ერთად, ისწავლება ჟესტური ენა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებაა სმენის არმქონე პირებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752594447

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან...

შალვა პაპუაშვილი

1752593085

საზოგადოება

საქართველოსა და კორეის ცენტრალურ ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი იწყება

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სიახლე, ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამი...

საქართველოს ეროვნულ ბანკი

1752592925

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია

„უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - ამ...

ლევან მახაშვილი

1752592132

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენ...

ირაკლი ბენდელიანი

1752589163

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ერთი თვის წინ ჩატარდა კვლევა, სადაც რადიკალურად არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების კეთილგანწყობა ევროპის მიმართ, რასაც იწვევს სწორედ ეს მიდგომები ევრობიუროკრატების მხრიდან

ქალბატონი ზურაბიშვილის წერილის არავის უკვირს, მსგავსი წერილი ბევრი გვინახავს, ჩვენ გვახსოვს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წერილებიც. აქ ახალი არაფერია, კონტრპროდუქტიულია მათთვისაც და ამ ევრობიუროკრატებისთ...

ლევან მაჭავარიანი