GMC: 7 წელიწადში გუბერნატორების ადმინისტრაციების შენახვისთვის 59 მილიონი ლარი დაიხარჯა

2014 წლის რეფორმის შემდგომ, გუბერნატორის უფლებამოსილებები ფორმალურად შეეზღუდა,რის შედეგადაც შემცირდა გუბერნატორების აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს დაფინანსება არ შემცირებია.

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC)  კვლევის თანახმად, უფლებამოსილება შემცირებულ რწმუნებულ - გუბერნატორთა აპარატის შენახვა საქართველოს მოსახლეობას 2014 წლიდან დღემდე 58,904,800 ლარი დაუჯდა და ამ თანხის დიდი ნაწილი 69.5%, 40,931,100 ლარი შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს გუბერნატორების შემცირებული უფლებამოსილებების პარალელურად, შემცირდა (განახევრდა) დასაქმებულთა რაოდენობაც, კერძოდ, თუ 2014 წელს დასაქმებული იყო 443 პირი, 2022 წელს ეს რიცხვი 258-ია, თუმცა ამის მიუხედავად არ შეცვლილა დაფინანსების ოდენობა, ხოლო 2018 წელს გაორმაგდა რწმუნებულის და მისი მოადგილეების ხელფასები. კერძოდ 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ხელფასმა შეადგინა 5,900 ლარი, ნაცვლად 2,950-სა.

„სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გაწეული შეუსაბამოდ მაღალი ხარჯები, რომლებზედაც ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა, მაგალითად:  შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ (2018 წელს საკუთარი თავს სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაუმტკიცა, რაც წლიურად 4800 ლარს უდრიდა. ულიმიტო პაკეტის შეძენის შემთხვევაში მას ეს თანხა 2034 წლამდე ეყოფოდა სალაპარაკოდ“, - აღნიშნულია კვლევაში.

საქართველოს 9 რეგიონში 9 გუბერნატორის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს.  

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად რწმუნებულ - გუბერნატორები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. 

დღის სხვა ამბები:

🔵 "საქართველოს მეფეები" - საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტებს ყიდის

🔵 მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს, წინანდალში ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792152002

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი

„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...

შალვა პაპუაშვილი

1792151345

საზოგადოება

პრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...

პრემიერი პრემიერი

1792149727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...

შალვა პაპუაშვილ

1792148918

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...

ირაკლი კობახიძე

1792147365

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...

შალვა პაპუაშვილი