Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები დაემატება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, გუგლის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ.

„იგეგმება 15,000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის, ისეთი ქალაქების, როგორიცაა - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა, ძირითადი ფოკუსირებით გზებსა და მაგისტრალებზე.

საქართველოს ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას - ვიზიტორებს შეეძლებათ წინასწარ დაათვალიერონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა.

Street View-ის გამოსახულებები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე კერძო ტერიტორიებს, რომელთა ფოტოგრაფირების ნებართვაც არსებობს. გარდა ამისა, Google უზრუნველყოფს მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს, რათა ადამიანებმა მოითხოვონ მათი სახლის, მანქანის ან საკუთარი თავის დაფარვა და მონიშნონ მათთვის შეუსაბამო/მიუღებელი გამოსახულებები განხილვისა და წაშლისთვის“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ მეტი ინფორმაცია Street View-ის შესახებ: www.google.com/streetview.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743409487

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის საქმიანობებს

მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისი...

თეა წულუკიანი

1743409319

საზოგადოება

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამ თემაზე შენიშვნას არ მივიღებთ, ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და...

თეა წულუკიანი

1743408340

ახალი ამბები

შსს-მ რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შსს-ს მანქანის დაზიანების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერა...

შსს-ს მანქანის დაზიანება

1743407928

საზოგადოება

British Airways-ის წარმომადგენელი: საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია

„მოხარულები ვართ, რომ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შევასრულეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ცოტა ხნის წინ მგზავრებით სავსე პირველი ხომალდი დაეშვა. ეს საშუალებას აძლ...

British Airways-ის წარმომადგენელი

1743406839

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დ...

დააკავა დააკავა