სუბარი: ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, მიწა-წყალი, შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში ამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ტყვიის გასროლა არ მოხდა. რაც 13 წელი შეინარჩუნა მოსახლეობამ ჩააბარა სააკაშვილმა მოღალატეობრივად

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, წინა დღეების მოსმენები შეაჯამა და ასევე, კოდორის ხეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სუბარის თქმით, გენერალ გოგავას გადასაწყვეტი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო მოსახლეობის გაფრთხილების საკითხი, ქვეყანას სამოქალაქო ხელისუფლება სწორედ იმიტომ ჰყავს, რომ ასეთ დროს მათ უნდა ემოქმედათ.

„მინდა ორი რამე ვთქვა წინა დღეების მოსმენებიდან. გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ „მანადირეს“ გაუქმებას. მან კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა. სიტყვა „ღალატს“ მოერიდა, მაგრამ მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული სამშობლოს წინაშე ჩადენილი.

გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება კოდორის ხეობაში. მაშინ, როდესაც იქიდან ჯარი გამოდიოდა. ჯარი, რომელსაც იარაღი დაატოვებინეს და ეს იარაღი დარჩა რუსების ხელში. მე არ ვფიქრობ, რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო, სამოქალაქო ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს მათ შეეძლოთ გაეფრთხილებინათ. უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, რომელიც შენარჩუნებული იყო 13 წლის განმავლობაში აფხაზეთში, მიხეილ სააკაშვილმა კი მოღალატეობრივად ჩააბარა ის რუსეთს.

„დანაშაული იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის, უბრალოდ მართლა გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის მეც ვიყავი, ვინც ვრეკავდით და ვეუბნებოდით, რომ დროზე უნდა დატოვოთ ხეობა, იმიტომ რომ საფრთხე არსებობს, თორემ მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი. ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწა-წყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში ამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყვიის გაუსროლელად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743521275

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...

საქართველოს პარლამენტი

1743520361

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...

ლევან დავითაშვილი

1743519323

საზოგადოება

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...

გია ვოლსკი

1743518438

ახალი ამბები

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...

ლევან გიგინეიშვილი:

1743517821

სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...

თავისუფალ ჭიდაობა