IDFI: რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ გახსნა
IDFI-ის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს ბანკებში ანგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.
ორგანიზაციის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიური შემოსვლის და საბანკო ანგარიშების გახსნის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერციულ ბანკებში მათ მიერ განთავსებული დეპოზიტების მაჩვენებელიც.
IDFI-ის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი კი ომამდე პერიოდთან (2022 წლის 24 თებერვლამდე) შედარებით, დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარით, 170%-ით გაიზარდა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე არსებული თანხის 72% (1.36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0.06% (1.2 მილიონი).
"2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების 53% წარმოადგენს მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 21% მიმდინარე ანგარიშებს, ხოლო 26% ვადიან დეპოზიტებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომამდე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა." - აცხადებს IDFI.
ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიურ შემოდინებას რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში მიღებული სესხების მოცულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
ეროვნული ბანკიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლებიც.
IDFI-ის ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949.8 მილიონი რუბლი, (დღევანდელი კურსით დაახლოებით 45 მილიონი ლარის ან 16 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლი), ხოლო გაყიდეს 929.4 მილიონი რუბლი. ეს მონაცემი კი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით სამჯერ მეტია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გააქტიურებამ საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების განკარგვაში არსებული ფინანსების ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
ამის მაგალითად IDFI ასახელებს, ზემოთ განხილულ მონაცემებს: ახალი საბანკო ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349 მოქალაქემ, 170%-ით გაიზარდა დეპოზიტების ნაშთი, სამჯერ გაიზარდა რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებლებიც.
მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, IDFI აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში ფინანსური რესურსების შემოდინებამ მოკლევადიან პერიოდში იქონია გავლენა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და ვალუტის კურსის გამყარებაზე. თუმცა ორგანიზაციის აზრით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის ტენდენცია, შესაძლოა, უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევებს ქმნიდეს.
„მონაცემების ანალიზი აჩვენებს რომ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილმა გარემოებებმა ხელი შეუწყო რუსეთიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის შემოდინებას, რამაც თავის მხრივ მოკლევადიან პერიოდშივე გავლენა იქონია ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაზე, სავალუტო კურსის გამყარებაზე და სხვა.
IDFI მიიჩნევს რომ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლით მოკლევადიან პერიოდში მიღებული გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, მათი ქვეყანაში დარჩენის მზარდი ტენდენცია შესაძლოა წარმოადგენდეს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით” - აცხადებს IDFI.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792595043
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი
შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინა...
1792593749
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზე: ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია, ვეთანხმებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან
ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, საარჩევნო პროცესების დროს, ინფორმაც...
1792593168
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენ მათ მხოლოდ ქუჩაში ვხედავთ, მაინც ქუჩაში იყვნენ და ქუჩაში დარჩებიან, თუ სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს
„ეს აგენტურული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით დგომით ბოლომდე გვყავს განულებული და გამარგინალებული“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...
1792592438
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვთვლით, რომ სარჩელი მტკიცებულებებითა და ფაქტებით არის ძალიან მყარი, გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“...
1792591968
საზოგადოებანინო წილოსანი: ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა, განსაკუთრებული აქცენტი ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება
„ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკი მასშტაბურ საინფორმაციო და მხარდამჭერ შეხვედრას მასპინძლობს. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციის მნიშვნელობაზე...


























