იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები - 2004 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 184 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ამოიღეს.

ასევე, პოლიციის მიერ ბრალდებულების მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753541640

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება...

პროკურატურა

1753541542

მსოფლიო

რომის პაპი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა

რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ანტონის შეხვდა, რომელიც რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილებას უდგას სათავეში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყებ...

რომის პაპ

1753537617

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე: მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს ფარისევლობა არ სჭირდება, ამ ურთიერთობებს უნდა გულწრფელი, პარტნიორული დამოკიდებულება - ეს წერილი ღიმილის მომგვრელია

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება მედიასთან შეაფასა და მას ღიმილის მომგვრელი უწოდა. „რაღაც დახმარებისა და მხა...

დავით მათიკაშვილი

1753535919

საზოგადოება

საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა

საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგი...

ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი

1753532458

საზოგადოება

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ერთად ახალგაზრდული ფორუმი გახსნა

ბაქოში აზერბაიჯანულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტ...

გივი მიქანაძე