გივი მიქანაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებული ორმხრივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მაღალ პოლიტიკურ დონეზე არსებული თანამშრომლობა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობა.
გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ალი ასადოვმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა დაუდასტურა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
1753550694
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...
1753548735
ახალი ამბებიანაკლიაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვ...
1753546889
სპორტისანდრო მეგრელიშვილი პარატაეკვონდოში ევროპის ახალგაზრდული თამაშების ვიცე-ჩემპიონია
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა (-70 კ...
1753545657
საზოგადოებაპაპუაშვილი: სანამ შვედეთის საგარეო უწყება არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ვიდრე შვედეთის...
1753543217
სპორტიევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩიგავამ ოქროს მედალი მოიპოვა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიუ...