იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სუბიექტი 30 000 ლარით დაჯარიმდა.
„წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საჩოგბურთო კორტები, სადაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მოსახლეობის თხოვნითა და ჩვენი ჩართულობით, მოვახერხეთ და ეს ტერიტორია დედაქალაქს დავუბრუნეთ, რომლის შემდეგაც, გამოვაცხადეთ აუქციონი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით განვკარგეთ. მას ჰყავს კერძო მესაკუთრე, რომელსაც ვალდებულება გააჩნია. სპორტული კომპლექსი მოიცავს სამი საჩოგბურთო კორტის მშენებლობას. ტერიტორიაზე მოეწყობა საცურაო აუზი, ფიტნესდარბაზი, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული სივრცეები. კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 000 000 ლარზე მეტის ინვესტიცია.
აღნიშნულ ობიექტზე, რამდენიმე დღის წინ, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. კერძოდ, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას ნაწილობრივ ჩამოიშალა საქარგილე მასალა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და სუბიექტი დაჯარიმდა 30 000 ლარით, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და კომპლექსი 2026 წლის პირველ ივნისამდე დასრულდება.
„ჩვენი რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა დაუყოვნებლივი ნაბიჯები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. კომპანიას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც ადგილზე აკონტროლებს მშენებლობის ეტაპებს, მისი მიმდინარეობის ხარისხსა და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტის პირველადი შეფასებითა და წარმოდგენილი დასკვნით, მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა უზრუნველყოფილია და საქარგილე მასალის ჩამოშლას გავლენა არ მოუხდენია შენობის მდგრადობაზე. სამუშაოების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2026 წლის პირველ ივნისამდე მოხდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1747844850
საქართველომარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...
1747844443
ახალი ამბებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სა...
1747839344
საზოგადოება26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერი...
1747838058
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევროკავშირი შედგება 27 ქვეყნისგან. ამ ქვეყნების მოსახლეობას, არა მგონია, იგივე პოზიცია ჰქონდეს, რაც ბრიუსელის ბიუროკრატებს - ბრიუსელის ბიუროკრატია არის მთლიანად გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება შეაფასა. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისარმა ქართველი ხალხის მისამა...
1747838014
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, ლეგიტიმურად არჩევნებს ვერავინ მოგვიგებს
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდ...