ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი

 საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მარკო რუბიოს პასუხი იყო ზოგადი და მასში არ ყოფილა კონკრეტულად ნახსენები „ქართული ოცნება“ ან საქართველოს ხელისუფლება.

„როგორ აიტაცეს ჩვენმა სრულ ფულტრაციაში მყოფმა ე.წ ოპოზიციურმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა და მათ მიერ მართულმა მედიებმა. ესეც გასაგებია საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც გასაგებია, ღიმილის მომგვრელია, პირდაპირ დამახინჯება არა მხოლოდ რუბიოს სიტყვის დამახინჯება, ისინი ზოგადად თავისი მთელი პათოსით ამახინჯებენ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ. ყველაფერს უყურებენ ვიწრო პარტიულად და იმ გადმოსახედიდან, რომელი გადმოსახედიც მათ აწუხებთ.

რაც შეეხება რუბიოს პასუხს. ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა ძალიან ზოგადი პასუხი იყო. იმ პირდაპირ პროვოკაციულ კითხვაზე, იმ ვის მიერ მართული ადამიანისგან, ყველამ ძალიან კარგად იცის, დასმულ კითხვაზე, რომელიც დაუსვა ბატონმა უილსონმა რუბიოს. იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, საერთოდ ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი, კარგად წაიკითხონ, გაეცნონ, მოისმინონ. აქ იყო ძალიან ზოგადი პასუხი. ზოგადად დიდ წარმომადგენლობებს ზოგადად რეგიონში, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რეგიონი, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა. სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება თუ არა მთავრობასთან თუ არ შეიძლება, აი ეს არის ზოგადი პასუხი“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყველასთვის ნათელია და ის სრულ თანხვედრაშია ტრამპს ადმინისტრაციის პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან.

„ჩვენი მხრიდან პოზიცია ყველასთვის ნათელია, ყველას კარგად გვახსოვს ღია წერილიც და ზოგადად ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ჩვენი განცხადებები, რომ სრული პოლიტიკური მსოფლმხედველობითი თანხვედრა გვაქვს ერთმანეთთან. კი ბატონო, თუ რამე მოსაკვლევი აქვთ, თუ რამე გასარკვევი აქვთ ამას ვითხოვთ, რომ მოიკვლიონ, გაარკვიონ, კარგად შეხედონ თუ რეალურად რა გზას ადგას ჩვენი ხელისუფლება, როგორ მოქმედებს, ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობითი თანხვედრა შეაფასონ თუ გვინდა, რომ ლოგიკური და ობიექტურები ვიყოთ ამ ყველაფერთან მიმართებაში და შემდეგ კი ბატონო. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო და აშშ უნდა იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში. მეტიც გვითქვამს, რომ სრულიად ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ურთიერთობაში, ეს ასეა და თუ ვინმე რაიმეს მოიკვლევს და ეს მოკვლევა არ იქნება ობიექტური აქ წამოვა ასევე ლეგიტიმური კითხვა, რომ სად ხედავთ ერთ ანტიამერიკულ ან განცხადებას, ან მოქმედებას, ან ანტიდასავლურს საქართველოს მხრიდან. ამით ყველაფერს ნათელი მოეფინება, ეს არის ზუსტად ჩვენი პოლიტიკა, ეს არის ზუსტად ჩვენი პარტნიორებისადმი დამოკიდებულება.

ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ და ამ პოზიციაზე დავრჩებით, რომ ამერიკის ადმინისტრაციას, ამერიკელ ხალხს არასდროს გავაიგივებთ ჯო უილსონთან, უბრალოდ სასაცილოა ამ ფიგურასთან აშშ-ს ადმინისტრაციის და ხალხის გაიგივება და ქვეყნის ურთიერთობის განვითარება არ განვითარების და სტრატეგიული პარტნიორობის და სამომავლო ურთიერთობის ამ ადამიანის ჩართულობითაც კი განხილვა. იმიტომ რომ, ამ ადამიანმა თავისი სახე უკვე აჩვენა. ყველას გვახსოვს ის ქარდები არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ ვინ ჰყავდა დაბარებული, ვისი წერილით გახსნა კომისია ვის დაეყრდნო, რა „რონდელის ფონდი“ და გიგაური, უბრალოდ სასაცილოა. საზოგადოებას ეცინება ამ პიროვნებაზე. კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, ძალიან ყურადღებით იმ ძალიან ზოგად პასუხს, რომელიც გასცა ბატონმა რუბიომ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747848544

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

 „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...

ხვიჩა კვარაცხელია

1747847573

ახალი ამბები

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს

 ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...

ბათუმი თბილისი

1747846875

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი

 ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....

არჩილ გორდულაძე

1747844850

საქართველო

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...

 მარკო რუბიო

1747844443

ახალი ამბები

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სა...

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა