ლევან მაჭავარიანი: ჯო უილსონი ჩვეულებრივი ლობისტია, რომელიც საზრდოობს ასეთი ტიპის სამუშაოთი, დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი თვითონ მისი კითხვის პათოსი, ბატონი რუბიოს პასუხი ძალიან ბუნდოვანი იყო - მან არც „ქართული ოცნება“ ახსენა და არც საქართველო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ჯო უილსონის კითხვა მთლიანად დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი, ხოლო მარკო რუბიოს პასუხი ბუნდოვანი იყო, რადგან ის ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა და არც საქართველო და არც „ქართული ოცნება“ არ უხსენებია.
„ჯო უილსონთან დაკავშირებით ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, ჩვეულებრივი ლობისტია, რომელიც საზრდოობს ასეთი ტიპის სამუშაოთი და სხვათა შორის, ინაუგურაციის ბილეთებითაც ვაჭრობდა, შემდეგ გამომჟღავნდა, რომ იქ რაღაცა დროშებითაც ვაჭრობს და ა.შ. მასზე ბევრჯერ გაგვიკეთებია კომენტარი და არ შევჩერდები. სხვათა შორის მის კითხვაში, რომელიც მთლიანად დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი, მან ისიც რაღაცნაირად ჩააკვეხა, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ბატონ დონალდ ტრამპს და მოქმედ ადმინისტრაციას ლანძღავსო. უკვე ცალსახაა, როგორი დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი თვითონ მისი კითხვის პათოსი, ვინაიდან ჩვენ არცერთი ნეგატიური განცხადება არ გაგვიკეთებია არც აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან მიმართებით და მით უმეტეს, არც ბატონ დონალდ ტრამპთან მიმართებით.
ბატონი რუბიოს პასუხი ძალიან ბუნდოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მან, თუ არ ვცდები, ასეთი ფრაზა გამოიყენა, რომ მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილსო. ამაში რა იგულისხმება, მან არც „ქართული ოცნება“ ახსენა, არც საქართველო ახსენა, ასეთი ფრაზით შემოიფარგლა და შესაბამისად, ძალიან ბუნდოვანი იყო და ზოგადი მისი პასუხი. პირიქით, ჩვენ თავად ვართ დაინტერესებული აშშ-ის პოზიციასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ყველანაირი მიმართულებით სრული თანხვედრაა.
„რა თქმა უნდა, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ფლობს ინფორმაციას აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, თუ როგორი თანხვედრა არის ღირებულებებით ნაწილში, იდეოლოგიურ ნაწილში, პოლიტიკურ მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში, გადადგმულ ნაბიჯებში და ა.შ. სრული თანხვედრაა ყველანაირი მიმართულებით. ჩვენ არა მარტო მოქმედ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ვისთან მიმართებითაც ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ გამოგვიყენებია, როდესაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან ამდენ უსამართლობას ვხედავდით, ჩვენ ყოველთვის ვყოფდით ხოლმე, რომ აშშ არის სხვა და ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური ომის პარტია, იგივე, რასაც ბატონი ტრამპი „დიფ სთეითს“ უწოდებს, არის აბსოლუტურად სხვა ძალა, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში და რომელსაც ღია ბრძოლა გამოუცხადა მოქმედმა ადმინისტრაციამ. ამ ძალებთან დაკავშირებით ღია საუბარი გვაქვს დაწყებული და თუ რამეში ჩვენ ძალიან მოზომილად ვაკრიტიკებდით ყოფილ ადმინისტრაციას, მოქმედი ადმინისტრაცია ძალიან მწვავედ აკრიტიკებს. გამჭვირვალობის მნიშვნელობა, ლგბტ პროპაგანდის საფრთხეები, უკრაინაში მიმდინარე ომის გამომწვევი მიზეზები და ა.შ.“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1747848544
სპორტიხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...
1747847573
ახალი ამბები14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს
ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...
1747846875
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....
1747844850
საქართველომარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...
1747844443
ახალი ამბებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სა...