ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის რეიტინგი განახევრებულია - 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან

ოპოზიციის რეიტინგი, ყველაზე მინიმუმ, განახევრებულია. 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საზოგადოება, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს თვალს ადევნებს, ასევე პირდაპირ ეთერში დააკვირდება, თუ როგორ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელის წარმოება, რომელსაც მმართველი გუნდი მათ წინააღმდეგ შეიტანს.

„განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პერიოდში და წინასაარჩევნო რამდენიმეთვიან პერიოდში, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად ნახა, თუ როგორ მიმდინარეობდა მათი [ოპოზიციის] წინასაარჩევნო კამპანია, ველზე ვერ გადიოდნენ, ყველა ვნახეთ ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ანტისამთავრობო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ დიპლომატიური კორპუსის განცხადებები ამ ყველაფერთან, ან თუნდაც დუმილი. ყველამ ვნახეთ ის ბრძოლა და პირდაპირ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა რუსთაველის გამზირზე და არამარტო. შემდეგ ყველამ ვნახეთ ის რაღაც ღიმილისმომგვრელი 300 და 400 000 ხმის, ასე ვთქვათ, გაყალბება. ჯერ 300 000 თქვეს, შემდეგ 300 000 ხმით გაყალბების შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნება“ გამოდიოდა გამარჯვებული. შემდეგ 400 000 ხმა, შემდეგ ეს რაღაც გაჟონილი ბიულეტენები, შემდეგ ქურქიანი ქალბატონები, რომლებიც თურმე ვიღაცას აიძულებდნენ, საარჩევნო უბნებზე ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“. ასეთი ტრაგიკომიკური ჟანრი შემოგვთავაზეს მათ და მათმა პატრონებმა. ამ ყველაფრის შემდეგ დარწმუნებული იყოს ჩვენი საზოგადოება და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაზე მინიმუმ, მათი რეიტინგი განახევრებულია, თითოეული ამ დანაყოფის და თითოეული ამ ფლანგის.

 

რაც შეეხება ჩვენს გაცხადებულ გეგმებს, 64-ვე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ დამარცხდებიან. ამის შემდეგ საზოგადოება, როგორც დღეს აკვირდება, როგორ მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია, პირდაპირ ეთერში დააკვირდება, თუ როგორ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელის წარმოება, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეიტანს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746260724

სპორტი

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრები ერევანში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრები 7-11 მაისს ერევანში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი სპორტსმენები სომხეთის დედაქალაქში 5 მაისს ჩავლენ. ნაკრები ევროპ...

სპორტული კარატე

1746258500

საზოგადოება

პროკურორი ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეზე: ბინიდან ამოიღეს არაერთი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიმდინარეობს აღნიშნულია მასალების შესწავლა და გამოძიების მიერ შეიძლება დამატებითი გარემოებებიც გამოიკვეთოს

აღნიშნული პიროვნება იძებნება ინტერპოლის შესაბამისი ცირკულარით და მას ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრობა. ვინაიდან ის იძებნებოდა ინტერპოლის მიერ, მან ყალბი დოკუმენტის გამო...

ელიზბარ გოზალიშვილი

1746257517

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 12 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამო...

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები

1746256994

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავება

1746255324

სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივოზიონის A ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ბოლო მატჩში ტაილანდი ანგარიშით 15:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაა...

ჰოკეისტთა ნაკრები