პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 12 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.პ., 1974 წელს დაბადებული გ.კ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ს.ვ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1998 წელს დაბადებული ჯ.თ., 1997 წელს დაბადებული თ.წ., 1977 წელს დაბადებული ვ.ბ., 1989 წელს დაბადებული ს.ჯ., 1973 წელს დაბადებული, ჯ.წ., 1985 წელს დაბადებული ნ.ბ., 1976 წელს დაბადებული მ.ც., 1983 წელს დაბადებულ ა.ბ. და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.ც.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატი, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და მაყუჩი“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1746295333
საზოგადოებალევან მურუსიძე: დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება
რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურ...
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746288065
საზოგადოებადედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...
1746286625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა
საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...