პროკურორი ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეზე: ბინიდან ამოიღეს არაერთი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიმდინარეობს აღნიშნულია მასალების შესწავლა და გამოძიების მიერ შეიძლება დამატებითი გარემოებებიც გამოიკვეთოს
აღნიშნული პიროვნება იძებნება ინტერპოლის შესაბამისი ცირკულარით და მას ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრობა. ვინაიდან ის იძებნებოდა ინტერპოლის მიერ, მან ყალბი დოკუმენტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, - განაცხადა მედიასთან პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეზე საუბრისას.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილა აღკვეთო ღონისძიების საკითხი. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიიცა, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად მას პატიმრობა შეეფარდა.
როგორ პროკურორმა განაცხადა, დაკავებულის ბინიდან ამოიღეს არაერთი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
„მიმდინარეობს აღნიშნულია მასალების შესწავლა და გამოძიების მიერ შეიძლება გამოიკვეთოს დამატებითი გარემოებებიც“, - აღნიშნა ელიზბარ გოზალიშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატის, ჯეიჰუნ მამედოვის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე 2 მაისს დააკავა.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























