ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა
ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ და იტალიელ ხალხებს შორისაა და აღნიშნა, რომ მილანი ქართველებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზით - საქართველოს მილანში თბილისის მერი კახა კალაძე წარმოადგენდა.
„ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იტალიასთან, ეს არის - უნიკალური იტალიური კულტურა, უნიკალური ისტორია, სპორტი, სამზარეულო დაკავშირებული ამ ძალიან საინტერესო და ულამაზეს ქვეყანასთან.
რაც შეეხება მთავარ თემას, მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო - ბატონი კახა კალაძე, თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში. წლების განმავლობაში ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და სწორედ ამ ქალაქში მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამარჯვება. ჩვენ ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, რომელიც ჩვენ დღეს დავათვალიერეთ. ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიაში, მათ შორის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული დიასპორა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამატებით უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იტალიის მიმართ, იტალიელი ხალხის მიმართ იმ მრავალწლიანი მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენ თქვენგან. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
1786348411
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...
1786346456
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...
1786345454
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...
1786344809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...
1786344347
ახალი ამბები„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...































