ლევან დავითაშვილი: უნგრეთთან მეორე სამიტი თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას შეეხებოდა

„მეორე სამიტი, რომელიც გაიმართა უნგრეთის ხელისუფლებასთან, ვფიქრობ, რომ იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას, რაზეც პრემიერ-მინისტრებმაც გააკეთეს განცხადება. სამიტი შეეხო როგორც სპორტს, კულტურას, განათლებას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ეხმარება ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში იმიტომ, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო - უნგრეთის მთავრობათაშორისი მეორე სამიტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.

რაც შეეხება სამიტის კონკრეტულ შედეგებს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის ცალკეულ დარგებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უნგრეთთან ვაჭრობის კუთხით აქვს წინსვლა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის, კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი თქმით, უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir - ი საქართველოში წარმომადგენლობას აფართოებს და დღეს საქართველოს ავიაბაზრის ნომერი პირველი ავიახაზებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 28 მიმართულებასთან აკავშირებს.

ამის მიუხედავად, პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის არსებული დონე არასაკმარისია.

„ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი, ამიტომ ჩვენ დავიგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომლებიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კერძო სექტორმა უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულებაზე ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ, ასევე უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმებზე კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებობს, უკეთ გამოვიყენოთ. კონკრეტულად შევეხეთ თანამშრომლობას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სფეროში, საინვესტიციო მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749759841

მსოფლიო

ამერიკული მედია: სენატორი ალექს პადილია, რომელიც შეეცადა, პრესკონფერენციაზე შიდა უსაფრთხოების მდივნისთვის შეკითხვა დაესვა, ფედერალურმა აგენტებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ძირს დააგდეს და ხელბორკილები დაადეს

სენატორი ალექს პადილია ძალის გამოყენებით გააძევეს ლოს-ანჯელესში გამართული პრესკონფერენციიდან, როდესაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი, კრისტი ნოემი ესაუბრებოდა ჟურნალისტებს. ნოემი და ფედერალურ...

 სენატორი ალექს პადილი

1749759467

მსოფლიო

ფლორიდის შტატის შერიფი: თუ ჩვენს რომელიმე თანამშრომელს აგურს, ცეცხლგამჩენ ბომბს ესვრით ან იარაღს დაუმიზნებთ, თქვენს ოჯახებს შევატყობინებთ, სად შეაგროვონ თქვენი ნეშტი - მოგკლავთ

ფლორიდის შტატის ბრევარდის ოლქის შერიფმა, უეინ აივიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების წინ, ძალადობრივი მომიტინგეებისა და არეულობის მონაწილეებისთვის გაფრთხილე...

ფლორიდის შტატის შერიფი

1749757802

საზოგადოება

სუბარი: იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორი წარმოდგენების გამო ქუჩაში გამოდიან, მინდა შევახსენო რასაც ვეუბნებოდით მრავალი თვის წინ, რომ ლიდერები მათ გაწირავდნენ, ჩაადენინებდნენ დანაშაულს, რომელსაც მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება

არჩევნები მოდის და ბუნებრივია, მასთან ერთად ოპოზიციის უცხოელი პატრონების რიტორიკა ისევ იმ კალაპოტში ჩაჯდა, რაც არის ხოლმე არჩევნების წინ, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა...

სოზარ სუბარი

1749757757

საზოგადოება

სოზარ სუბარი: მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია

მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია, - განაცხადა გა...

სოზარ სუბარი

1749757675

საზოგადოება

სოზარ სუბარი: კანონის უზენაესობა არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ნიშანი. სახალხო დამცველი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, უპირველეს ყოვლისა მოვალეა, რომ კანონის უზენაესობისკენ და დაცვისკენ მოუწოდოს ყველას

კანონის უზენაესობა არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ნიშანი. სახალხო დამცველი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, უპირველეს ყოვლისა მოვალეა, რომ კანონის უზენაესობისკენ და დაცვისკენ მოუწოდოს ყველას...

სოზარ სუბარი