ირაკლი ქადაგიშვილი - PACE-ს განცხადება, რომ თუ გინდათ, საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ, ახალი არჩევნები ჩაატარეთო წარმოუდგენელია

PACE-ს რეზოლუცია იქნება ერთ-ერთი სუსტი და არასახარბიელო ფურცელი მის ისტორიაში. ამ სუსტი და არაფრისმთქმელი რეზოლუციის გასამართლებლად 9 აპრილის ჯახი იქნებოდა ერთგვარი საფუძველი მათი რეზოლუციის გასამყარებლად. ეს არ მოხდა, ამიტომ ეს რეზოლუცია მართლა ცაში გამოკიდებული დარჩა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დიდ გადაცემაში“ სტუმრობისას.
ქადაგიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასება ყველას კარგად ახსოვს, რომ „საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“, ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ საქართველოს თუ უნდა, რომ საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია ჰყავდეს, ახალი არჩევნები ჩაატარეთო, არის წარმოუდგენელი რამ.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საერთოდ ევროსაბჭო და ევროპა იძახდა, რომ შეფასება ეუთო/ოდირისა იქნება ჩვენთვის გზამკვლევი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებითო, ეუთო/ოდირის შეფასება ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს: „საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“. კრიტიკული შენიშვნა რაღაცა დოზით ყველა არჩევნებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ახლავს და ეს შენიშვნა აქაც შეიძლება ყოფილიყო ზოგი რელევანტური, ზოგი - ნაკლებად რელევანტური. მაგრამ არჩევნები შედგა - ეს იყო მათი პოზიცია, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, მათ შორის, ეუთო/ოდირზე მათ ეს პოზიცია არ შეცვალეს და ეს პოზიცია ასე დარჩა. ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ, ასე ვთქვათ, თქვენ თუ გინდათ, რომ საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ, ახალი არჩევნები ჩაატარეთ, ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს ის კი არ არის, რომ ამ ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი, ზოგადად ქვეყანა როდესაც ამბობს, რომ მე ვარ სუვერენული ქვეყანა და მე დემოკრატიული პროცესებით მაცხოვრებელი ქვეყანა ვარ, წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა ყოველგვარი დასაბუთების, კონკრეტული ფაქტების, რეალობის გარეშე გეუბნებოდეს, რომ, აი, ასე არ მომეწონა შენი მოსახლეობის არჩევანი და მოდი, ახლა გააუქმე და დანიშნე არჩევნები ახალი თამაშის წესებით, რომელიც უკვე ჩემს შედეგს დადებს. ეს ნიშნავს, რომ შენ ქვეყანა არ ხარ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არის შავი ლაქა PACE-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შენ „ქართული ოცნება“ ხარ თუ არა, ქვეყანა ხარ თუ არა იმაზეა ლაპარაკი. ასეთი პრეცედენტის დაშვება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს შენ შეგიძლია, არჩევნები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ვიღაცის მოთხოვნის გამო გააუქმო. ჩვენ ასეთი უმძიმესი გამოცდილება 2003 წელს გვქონდა და ეს გამოცდილებაც ალაპარაკებდათ, ალბათ, როდესაც ამას გველაპარაკებოდნენ. როდესაც არჩევნები, რომელიც 7 სუბიექტის პარლამენტში მოხვედრით დასრულდა, ადგნენ და გააუქმეს, თან გააუქმეს პარადოქსულად. მაშინ საზოგადოება ამას კიდევ ვერ აღიქვამდა ასე, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარებაა, ამიტომაც არის, რომ PACE-ს ეს რეზოლუცია, მარტივად რომ ვთქვა, არის შავი ლაქა PACE-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...
1744990591
ახალი ამბებივოლსკი: რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას
„რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას“, - ამის...
1744989085
ახალი ამბებიზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლგბტ კინოფესტივალის დიდ პარასკევს გახსნაზე: რელიგიურობა უკრაინაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ ისმის ახლა უკრაინის სულიერი ლიდერების ხმა? მათი დუმილი დამაყრუებელია
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლუკა კიევში, წითელ პარასკევს ლგბტ ფილმის ფესტივალის გახსნას გმობს. შესაბამისი ინფორმაცია ეკლესიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც მიტროპოლიტ...
1744987008
სპორტიოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა, რომელ ადგილზეა კვარაცხელია?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. როგორც ცნობილი გამოცემები, ასევე, ბუკმეკერები ეტაპობრივად განახლებულ რეიტინგებს გვთავაზობენ. განახლ...
1744985062
ახალი ამბებიავარია ხონში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 არასრულწლოვანი
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. ასევე, დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაი...