ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლგბტ კინოფესტივალის დიდ პარასკევს გახსნაზე: რელიგიურობა უკრაინაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ ისმის ახლა უკრაინის სულიერი ლიდერების ხმა? მათი დუმილი დამაყრუებელია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლუკა კიევში, წითელ პარასკევს ლგბტ ფილმის ფესტივალის გახსნას გმობს. შესაბამისი ინფორმაცია ეკლესიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც მიტროპოლიტი ლუკა აღნიშნავს, წმინდა დღეების შებღალვა არ შეიძლება.
„წითელი პარასკევი არის დღე, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო ადამიანების ცოდვებისგან ხსნისთვის ჯვარზე გაკრულ მსხვერპლს, იესოს იხსენებს. აღდგომა - ეს არის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული, სინათლის, სიწმინდისა და სიცოცხლის დღესასწაული. ასეთი დღეების გამოყენება ქრისტიანული მორალისთვის მიუღებელი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის არის დიდი უპატივცემულობა არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ ადამიანის სულიერი ბუნების მიმართ“, - ნათქვამია უკრაინელი მიტროპოლიტის განცხადებაში.
მისი აზრით, აღნიშნული ფესტივალი არის არა ცუდი ხუმრობა, არამედ ღია უმსგავსობა. მიტროპოლიტი სხვა კონფესიების წარმომადგენლებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, კინოფესტივალი, სახელწოდებით Sunny Bunny LGBT დღეს, წითელ პარასკევს გაიხსნება. ის გაგრძელდება შაბათსაც და კვირასაც, აგრეთვე ბრწყინვალე შვიდეულსაც. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია „გახდე უკრაინული და საერთაშორისო ლგბტ საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრი, პოლიტიკურ და სოციალურ წარმომადგენლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება“.
1745055220
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...
1745055040
სპორტიჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 10-შია - ის მე-9 ადგილზეა. სათავეში კვლავ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილი...
1745053328
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა
ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად აღდგება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამ...
1745050565
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება. წმინდა ცეცხლს „ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით 19 აპრილს ჩამოიტანენ. „ჯორჯიან ეა...
1745048475
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...