„იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით ვაღებ“ - კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

 მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.

„სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა - მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია. იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის სიხარულით ვაღებ. დარწმუნებული ვარ, რომ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის
მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას. 30 წელზე მეტი გავიდა, რაც
საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, თუმცა, ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. თბილისი მზადაა, გაიზიაროს ის საუკეთესო მაგალითები, რომლებიც, პროექტების სახით, ამ ულამაზეს ქალაქში განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მილანში საქართველოს გენერალურ კონსულს ნატალია კორძაიას აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„სულ რამდენიმე დღის წინ, 2 ივნისს იტალიის ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე აღინიშნა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიას იმ მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რასაც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად აკეთებს. საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის პატრიოტი საკუთარი ქვეყნის მიმართ და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, გათვალისწინებული და დაცული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მილანის მერი ჯუზეპე სალა, ასევე, იტალიისა და საქართველოს მთავრობების წევრები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781364213

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები

 „სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...

გიორგი სოსიაშვილი

1781362508

ახალი ამბები

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

 „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...

ავტობუსი

1781359489

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

 ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თორნიკე ჭეიშვილი

1781356869

სპორტი

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

1781354620

მსოფლიო

ირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

 ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...

აიათოლა ალი ხამენეი