იუკნევიჩიანე ამტკიცებს, რომ ამაღლობელს ციხეში სცემეს, ადვოკატი ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია

„რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადება მზიას ჩემთან არ გაუკეთებია”,- ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი მედიაჰოლდინგ ,,კვირასთან” საუბრისას აცხადებს.

„კვირა” დაინტერესდა, ციხეში მზია ამაღლობელის ცემის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადება შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ამაღლობელს დაზიანებები შესახლებისას ჰქონდა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

„რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადება მზიას ჩემთან არ გაუკეთებია.

შესახლებისას ჰქონდა დაზიანებები. ვისი მხრიდან არ ვიცით, გამოძიებამ საკითხი არ გამოიძია. ყურადღებაც არ მიაქცია ამ საკითხს.

რეაგირება არ ყოფილა. არც კი ჰკითხეს საიდან ჰქონდა მზიას ეს დაზიანებები. ექსპერტიზას არ მიაწოდეს დოკუმენტები. გარდა ამისა, მზია მიუთითებდა მის წინააღმდეგ იმ ძალადობაზე დგებუაძის მხრიდან (დაკავებისას სიტყვიერზე, საცემად მიიწევდა) ეს ჩვენება მიცემული აქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, მაგრამ დღემდე ნულოვანი რეაგირებაა. დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი მზია ამაღლობელი.
მას შემდეგ რაც მზია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდა, უკვე თებერვალში, როცა ვივამედში იმყოფებოდა, მას ჰქონდა მხედველობის დრამატული კლება. დაავადება რომელიც თვალზე აქვს (კერაქტოკონუსი) მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს, თუ არ მიექცა ყურადღება სიბრმავეს იწვევს. მიუხედავად ამისა, მონიტორინგი, კვლევა არ მომხდარა. მზია მიუთითებს რომ მხედველობა კიდევ უფრო უარესდება. ვითხოვთ, მისი მხედველობის მონიტორინგს”, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა: “ვიყენებ შესაძლებლობას, რომ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც აქ იმყოფებიან და გვისმენენ, ასევე ევროპულმა მედიაორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობას, ჟურნალისტისას, რომელიც ციხეშია. მას სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მხედველობას კარგავს, არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა”.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752176259

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ

თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, -...

ნიკოლოზ სამხარაძე

1752175302

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ომს გააჭიანურებს, პუტინს მშვიდობა არ სჭირდება

რუსეთი ყველანაირად გააჭიანურებს ომს უკრაინაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. უკრაინას უკვე აქვს სადაზვერვო ინფორმაცია ამის დასამტკიცებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდე...

ზელენსკი

1752171945

სპორტი

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა გიბრალტარის გუნდს 8...

 კალათბურთელ გოგონათა ნაკრებ

1752170379

მსოფლიო

„თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ „თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“. „პირდაპირი გზავნილი დიქტატორ ალი ხამენეისა და ირანში მოქმედი აიათ...

ისრაელ კაცი

1752170335

მსოფლიო

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია, ლიეტუვის პრემიერი და სეიმის სპიკერი თავშესაფარში გადაიყვანეს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში...

დრონiდრონi