იუსტიციის სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდზე: მოლაპარაკებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის შემთხვევებზე

იუსტიციის სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა.

ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხების სამუშაო ჯგუფში საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.

მოლაპარაკებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის შემთხვევებზე.

აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მოგებულ საქმეებში უკვე დადგენილია, როგორც ფუნდამენტური უფლებების ყველა დარღვევაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, ისე დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უპირობო ვალდებულება. საერთაშორისო სასამართლოებში მოგებულ საქმეებს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ჟენევის დისკუსიებს კოორდინაციას უწევენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება.

იუსტიციის სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო სასამართლოებსა და ყველა შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საქართველოს ინტერესების დაცვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751129827

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან და გედევან ფოფხაძესთან გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მისვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდ...

შალვა პაპუაშვილი

1751127111

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა კონკრეტული ციფრი, ყველა კონკრეტული მოცემულობა გვაჩვენებს, რომ საქართველო ეს არის პროგრესის ქვეყანა

ყველა კონკრეტული ციფრი, ყველა კონკრეტული მოცემულობა გვაჩვენებს, რომ საქართველო ეს არის პროგრესის ქვეყანა, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1751125364

ახალი ამბები

ზაზა ლომინაძე ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე: გონივრული ვადა იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან, რათა მომავალი წლიდან შეძლოს შემოიტანოს ეს მედიკამენტები ისე, რომ არ შეიქმნას დეფიციტი

ამ მედიკამენტების შემოტანაც სრულად მოექცევა სახელმწიფო კონტროლ ქვეშ და სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს მათ იმპორტს საქართველოში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ ს...

ზაზა ლომინაძე

1751123726

ახალი ამბები

მარინე ლობჟანიძე: რატომღაც ისეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ თუ შენ განსხვავებულად ფიქრობ, შენ უპირობოდ ხარ მოღალატე და მონა

თავისუფლებაში არ უნდა მოიაზრო ის, რომ შენი თავისუფალი სიტყვითა და დამოკიდებულებით მორალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად განადგურდეს შენი მოწინააღმდეგე რესპონდენტი, რომელიც შენ ამა თუ იმ შეხედულებაში არ გ...

მარინე ლობჟანიძე

1751121880

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისაგან და არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა

ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისგან და არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგ...

ირაკლი ქადაგიშვილი