"ივანიშვილი გვართმევს ქართველობას და ევროპულ იდენტობას, ამიტომ ვიწყებთ დეოლიგარქიზაციის კამპანიას" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვართმევს ქართველობას, ქართულ იდენტობას, ევროპულ იდენტობას, ევროპელობას" – ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელმა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანიის წარდგენისას განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილი გვტოვებს იმ ქვეყნის ქვეყნის გავლენის სფეროში, გასაჭირში, უბედურებისა და უიმედობის ჭაობში, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში გენოციდს აწყობდა და რომელმაც ის უბედურებები დაგვმართა, რამაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა.
იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ეროვნულობა, ქართული იდენტობა გადარჩეს, მოკავშირედ გვჭირდება ქართველი ხალხი და არაფერი სხვა.
ქართველი ხალხი უნდა დადგეს ჩვენთან ერთად და დაამარცხოს ივანიშვილის მტრული რეჟიმი.
ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას.
მივალთ ყველგან, დაველაპარაკებით ყველას იმაზე, თუ როგორ გვატყუებს რეჟიმი, როდესაც ცხვრის ფარად გვთვლის და გვეუბნება, თითქოს ევროკავშირთან დაახლოების წინაპირობა ომში ჩართულობა იყო, მაშინ, როდესაც მოლდოვამ ეს ყველაფერი უბრალოდ დეოლიგარქიზაციის და დემოკრატიული მთავრობის არჩევის გზით მიიღო.
ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ყველგან და ვესაუბროთ იმ დანაშაულებზე, რაც რუსეთმა ჩაიდინა.
ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ყველგან და ქართველები შთავაგონოთ იმით, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, ჩვენი იდენტობა ევროპულია, ჩვენი ისტორია ევროპულია, ჩვენი კონსტიტუცია ევროპული იყო და გამოვიდეთ ქუჩაში ჩვენი იდენტობის დასაცავად", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანია წარადგინეს.
კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციები აქტიურად ისაუბრებენ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე – ახსნიან, რატომ იყო გენოციდი ის, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოხდა, ამასთანავე, განიხილავენ, როგორ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართულ ევროპულ იდენტობას.
წყარო: ტაბულა
ასევე დაგაინტერესებთ:
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...
1788277123
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...































