„ივნისშიც გრიპის შემთხვევები გვაქვს, რაც უჩვეულოა, მომართვიანობა ამ თვისთვის შეუფერებელია“ - ივანე ჩხაიძე
გრიპის სეზონი გახანგრძლივებულია და ინფიცირების შემთხვევები ივნისის თვეშიც ფიქსირდება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, კლინიკებში მიმართვიანობა ისევ მაღალია.
მისი თქმით, ახლა ცირკულირებს როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი.
„ნამდვილად განსხვავებული წელია, თუ შევადარებთ პრეპანდემიურ პერიოდს, საქართველოში ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები იმ რაოდენობით დაფიქსირებული არასდროს ყოფილა, რა რაოდენობითაც ახლაა. ერთეული შეიძლება, მაგრამ თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას გადავხედავთ, ბოლო კვირების მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი 14-16-18%-ია. არა 1 და 2 %, არამედ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია.
როცა სეზონზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს, ამ შემთხვევების ნოემბერში დაწყება და მარტის ბოლომდე, მაქსიმუმ აპრილამდე აქტიურობის პერიოდი. ახლა მაისშიც, რაც კიდევ უფრო უჩვეულოა, ივნისშიც გრიპის შემთხვევები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით კლინიკებში მომართვიანობა მაღალია. მომართვიანობის უკან უჩვეულო ვირუსები დგას, არა რინოვირუსი (გაციების გამომწვევი ვირუსი), რომელიც ახლა ყველაზე მეტია, გრიპის ვირუსის არსებობა უჩვეულოა. რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პანდემია, ის შეზღუდვები, რომელმაც გრიპით ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. მოსახლეობის ძალიან დიდი ფენა გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გარეშე დარჩა, ეს ბავშვებსაც ეხებათ. ამან გრიპის სეზონის გარკვეული გახანგრძლივება გამოიწვია. იმედი გვაქვს, 2025 წლიდან შესაძლებელია ეს სტატისტიკა და დინამიკა სტანდარტულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, როდესაც ივნისში გრიპის შემთხვევებზე არ ვილაპარაკებთ.
გრიპის ვირუსებთან დაკავშირებითაც გარკვეული თავისებურება გვაქვს. ზამთრის პერიოდში უპირატესი A ტიპის ვირუსი იყო, მარტ-აპრილში, მაისის დასაწყისში მხოლოდ B ტიპის ვირუსი პრევალირებდა, A ტიპის ვირუსი კი საერთოდ არ იყო. ახლა როგორც A ისე B ტიპის ვირუსი აღინიშნება. ასე რომ, გრიპის ვირუსების მხრიდანაც უჩვეულო დინამიკაა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი მუდამ სავსე იყო, პაციენტების დაწოლა სხვა დეპარტამენტებში გვიწევდა. სამწუხაროდ, ახლაც იგივე მდგომარეობაა. რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი 25 საწოლზეა, ახლა მთელ საავადმყოფოში რესპირაციული ვირუსული ინფექციით სადღაც 40-ზე მეტი პაციენტი გვიწევს. მომართვიანობა ივნისის თვისთვის შეუფერებელია და მაღალი რჩება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
1734105734
საზოგადოება„ისევ ეკლესია თუ დაანხებდა ამათ ნამდვილ სახეს...“ - რას წერს ლაშა ბასლანძე?
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მ...
1734099785
საზოგადოება„მთავარი არხის“ ჟურნალისტი მამა შალვას: მრცხვენია, ჩემი ნათესავი რომ ხარ
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია, დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართავს და აცხადებს, რომ რცხვენია, რომ ისინი ნათესავები არიან. ჟურნალისტის განცხადებით, ვერ ამშვიდებს ის ფაქტი, რომ მისი მოგვარე სპ...
1734096963
საზოგადოება„რაც ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - ანდრია ჯაღმაიძე
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მ...
1734095505
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8512 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1734094691
ახალი ამბებისპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. უწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე გან...