კახა კალაძე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე: ჯერ გვითხრან, აღიარებენ, თუ არა მათ დასკვნას საპარლამენტო არჩევნების შესახებ

ეუთო/ოდირთან დაკავშირებით ვისმენთ სპეკულაციებს, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, გვითხრან, აღიარებენ იმ დასკვნას, რომელიც ეუთო/ოდირის მიერაა წარმოდგენილი, თუ არ აღიარებენ, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში, ამ ორგანიზაციის და მისი დასკვნის დისკრედიტაცია მიმდინარეობდა.

„ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შესაბამისი დასკვნა იმის შესახებ, რომ არჩევნები ჩატარდა წარმატებით და გამოხატული იყო მოქალაქეების ნება. გახსოვთ, მთელი თვეების განმავლობაში როგორი მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობდა აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, გადაუარეს, ამდენი შეურაცხყოფა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

რატომ ითხოვენ ისევ ეუთო/ოდირის ჩამოყვანას არჩევნებზე, თუ საპარლამენტო არჩევნების დროს წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა მათთვის მიუღებელი იყო. მაშინ, ჯერ გვითხრან, აღიარებენ ამ დასკვნას, რომელიც ეუთო/ოდირის მიერაა წარმოდგენილი, თუ არ აღიარებენ. ამ ორგანიზაციას ამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს და ამაში ჩართული იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები. ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752259368

მსოფლიო

ზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...

უკრაინა

1752259288

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...

მაკა ბოჭორიშვილი

1752258298

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...

მაკა ბოჭორიშვილი

1752254819

მსოფლიო

სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა

რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის...

სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე

1752252910

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...

გიორგი ჯინჭარაძე