„დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუქში“ ითამაშებს
ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა.
„„დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს. მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებას გისურვებთ, ნიკა“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.
21 წლის მცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში 2022 წელს გადაიყვანეს სადებიუტო შეხვედრა კი ეროვნულ ლიგაში 2023 წელს ჩაატარა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
უგრეხელიძემ 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ რამაზ სვანაძის გუნდს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.
21 წლის ნიჭიერი ქართველი მცველის ფასი „ტრანსფერმარკტზე“ 350 ათასი ევროა.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































