კახა კალაძე: ევროპული მომავალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული - დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია

„დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მორიგი რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი რეზოლუციები გაჯერებულია სიცრუით, რომელსაც ქართველი ხალხი კარგად ხედავს.
„ზოგადად, მსგავსი რეზოლუციები დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე. ვიცით, როგორ იწერება რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით - ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში. რა რეზოლუციაზეა საუბარი, როდესაც გეუბნებიან, რომ მაგალითად სააკაშვილი, რომელიც ევროპულმა სასამართლომაც დაადანაშაულა და აღიარა ის, რაც მას აქვს მისჯილი, გვეუბნებიან, რომ უნდა გათავისუფლდეს? იგივე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით - პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს და როგორი დანაშაული ჩაიდინა; პირდაპირ მიდის საუბარი, რომელიც არის გაჯერებული ტყუილით - გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, უყურებს. დღევანდელი ევროპა ფაქტობრივად დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ევროპული მომავალი ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული. დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისგან დაცლილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ძალიან მძიმეა, როდესაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი ან საელჩოს წარმომადგენელი ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს.
„ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ და ახალისებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა შესაბამისი ინსტიტუციების ჩამოშლას. როდესაც აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას, ესვრი „მოლოტივის კოქტეილს“, სხვადასხვა მძიმე საგანს და ამ ყველაფერს ახალისებ, ხელს უწყობ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ძალიან მძიმეა, რომ მაგალითად, ამაში ჩართულია ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი; ზოგიერთი საელჩო პირდაპირ ახალისებს პოლარიზებას და ექსტრემიზმს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1752176259
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ
თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, -...
1752175302
მსოფლიოზელენსკი: რუსეთი ომს გააჭიანურებს, პუტინს მშვიდობა არ სჭირდება
რუსეთი ყველანაირად გააჭიანურებს ომს უკრაინაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. უკრაინას უკვე აქვს სადაზვერვო ინფორმაცია ამის დასამტკიცებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდე...
1752171945
სპორტისაქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა გიბრალტარის გუნდს 8...
1752170379
მსოფლიო„თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ „თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“. „პირდაპირი გზავნილი დიქტატორ ალი ხამენეისა და ირანში მოქმედი აიათ...
1752170335
მსოფლიომას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია, ლიეტუვის პრემიერი და სეიმის სპიკერი თავშესაფარში გადაიყვანეს
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში...