კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო კოლონიად აქციოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა, დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს - ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეეწიროს ჩემი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება, კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარეს, მხედველობაში მყავს ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, მიაყენოს შეურაცხყოფა და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება და ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა დამყარდება.

„რაც შეეხება აშშ-ის ჯერ კიდევ არსებულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როგორც იცით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები ვნახეთ. მოვისმინეთ უამრავი არასწორი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. გულდასაწყვეტია ის, რომ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და არ გვქონდა პირდაპირი ფრენები, ქართველებს უწევდათ ამ მექსიკიდან შესვლა, ან რაღაცის გამოგონება, რათა შესულიყვნენ ამერიკაში. თუ ნახავთ სტატისტიკას, თუნდაც მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყველაზე ნაკლები ვიზა გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში გადაიტვირთება ურთიერთობა, იქნება ნამდვილი მეგობრული და დამყარდება ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სანქციებს, მერი ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუქარა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„ეს უბრალოდ შანტაჟის ელემენტებია. ჩვენ ვისმენდით უამრავ მუქარას, ვისმენდით გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი მუქარა და ანგარიშსწორება, რომ საქართველომ არ მიიღო გადაწყვეტილება ომში ჩართვასთან დაკავშირებით, დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს ინტერესები დავიცავით პირველ რიგში. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს და არავის ვემტერებით. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, გვინდა, იყოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ გვინდა ასევე მეგობრობა და ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, არა მხოლოდ საუბრით, არამედ კონკრეტული საქმეებით, რომ ვართ სანდო პარტნიორები და კარგი მეგობრები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და კატეგორიულად მიუღებელია ბატონყმური დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736782187

ახალი ამბები

🎥 „საამაყო არ არის, უბრალოდ როცა ჩვენს ოჯახს ეხებიან, პასუხი ყოველთვის გვექნება“ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ მასზე განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხმიანება და სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს...

პოლიტიკოსი

1736779279

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ“ - ბიძინა გიორგობიანი

„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან, ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ,...

ბიძინა გიორგობიანი

1736777635

მსოფლიო

იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კიუშუს რეგიონში, ადგილობრივი დროით 21:19 საათზ...

ააა

1736773738

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8292 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8310 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1736773205

მსოფლიო

ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას

ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც წელს 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ბანაო...

ინდოეთში ფესტივალი