კახეთის გუბერნატორი ავარიაში მოჰყვა - ირაკლი შიოშვილი კლინიკაშია გადაყვანილი
კახეთის გუბერნატორმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო. ამჟამად მკურნალობას დედაქალაქში გადის.
თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიმავალი ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის შემოვლით გზაზე, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, სახელმწიფო რწმუნებულმა დაზიანებები მიიღო და ის თბილისის ერთ - ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, პაციენტზე ამჟამად დაკვირვება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მას, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
ე.წ ტრაილერში მყოფი მგზავრებიდან, არავინ დაზიანებულა. საგზაო შემთხვევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება გავრცელდა, რაზედაც თავად შიოშვილმა განაცხადა:
„ვმოძრაობდი ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, თელავის მიმართულებით. სიღნაღში ვიყავი საქმეზე და უკან ვბრუნდებოდი. ეს ამბავი არანაირ კავშირში არ არის იმ ღონისძიებასთან.
საჭესთან მე ვიჯექი და მსუბუქი დაზიანებები მივიღე. სხვა არავინ დაშავებულა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ნასვამობის შესახებ, ეს არის საფუძველს მოკლებული და კიდევ ერთი ტყუილი. იცით, რომ პოსტკოვიდურ პერიოდს გავდივარ და მკურნალობას ვაგრძელებ გართულებებზე. აქედან გამომდინარე, ნასვამი ვერანაირად ვერ ვიქნებოდი”, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა კვირას, 12 დეკემბერს, საღამოს მოხდა.
წყარო: knews.ge
ფოტოზე: სახელმწიფო რწმუნებულის ავტომანქანა ავარიის შემდეგ. ჟურნალისტ კახა კუპატაძის ფოტო.
დღის სხვა მთავარი ამბები:
🔵 საზარელი შემთხვევა - კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...
1788272258
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...
1788269421
საზოგადოებადაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...
1788268048
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...






























