კელი დეგნანი: დავით ზალკალიანის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით

"დავით ზალკალიანის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის", – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კელი დეგნანის თქმით, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მჭიდრო კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან, ისევე, როგორც უკრაინასთან და საქართველოსთან, რათა უპასუხონ ევროპული არქიტექტურის არსებულ საფრთხეს.

"ევროპული არქიტექტურის მშენებლობისთვის ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის.

გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელში და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები.

ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე.

სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან;

რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში;

რუსეთია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ცდილობს, დარტყმა მიაყენოს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს ყველა ქვეყანა იღებს", – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა 25 წლის წინ, რომ რუსეთსა და ნატოს გამოეხატათ წუხილები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ძირითადი პრინციპებით, რომლის შესახებაც არაერთხელ ვისაუბრეთ.

პირველი არის, რომ რუსეთს არ აქვს ვეტო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ნატოს წევრობას წყვეტენ 30 მოკავშირე და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება. ძალიან კარგად იცით, მაღალი სამხედრო და პოლიტიკური სტანდარტები უნდა იყოს მიღწეული ნატოში გასაწევრიანებლად.

საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების და ეკონომიკური პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ძლიერად იცავს ევროპა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

და ბოლოს, აშშ-მა ძალიან ცხადად თქვა, რომ ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპასთან დაკავშირებით, ევროპის გარეშე;

არ მოვილაპარაკებთ ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენი ნატოელი მოკავშირეების გარეშე;

არ მოვილაპარაკებთ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის და საქართველოს გარეშე;

შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც უკრაინის მთავრობასთან", – განაცხადა კელი დეგნანმა.

სხვა სიახლეები:

🔳 ნინა კობახიძე: იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 70% აუცრელი და რისკის მატარებელია - ისევ აცრილები გავუფრთხილდეთ მათ სიცოცხლეს

🔳 "კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში დღეს მილიონს გადააჭარბა" - რა ინფორმაციას აქვეყნებს გოგა ჩანადირი

🔳 საბერძნეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია